ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, ბათუმის კონფერენციაზე დღევანდელი დისკუსიები იქნება უაღრესად ნაყოფიერი, დაეხმარება ევროპელ პარტნიორებსაც, რათა ნათლად წარმოიდგინონ ჩვენი მისწრაფებები და მიზნები

ნახვები: 248 დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, ბათუმის კონფერენციაზე დღევანდელი დისკუსიები იქნება უაღრესად ნაყოფიერი, დაეხმარება ევროპელ პარტნიორებსაც, რათა ნათლად წარმოიდგინონ ჩვენი მისწრაფებები და მიზნები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ბათუმის ევროპული კონფერენცია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით მნიშვნელოვანაია.

„წლევანდელი კონფერენცია განსხვავებული ფორმატით იმართება. პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების გამო, ჩვენ ონლაინ ფორმატში ვმართავთ კონფერენციას, მაგრამ წლევანდელი კონფერენცია განსაკუთრებულია იმითაც, რომ გვყავს მაღალი დონის სტუმრები - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ასევე ასოცირებული პარტნიორი ქვეყნების პრეზიდენტები. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სწორედ ამგვარი ფორმატით გადაწყდა წლევანდელი კონფერენციის ჩატარება და მნიშვნელოვანია, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც არის რეგიონში შექმნილი, ჩვენი დღევანდელი დისკუსია სწორედ მიმართული იქნება იქითკენ, თუ რა ნაბჯები უნდა გადაიდგას ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესების დაჩქარების მიმართულებით.

წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ წლის ბოლოს გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის მზადების თვალსაზრისითაც უნდა განვიხილოთ წლევანდელი კონფერენცია", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება ასოცირებულ პარტნიორ წევრ ქვეყნებს შორის ერთობლივ დეკლარაციას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს, რომ აუცილებელია, აღმოსავლეთ პარტნიორის რეგიონის ქვეყნებს შორის გამონახული იყოს ახლებური მიდგომები შექმნილი გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე.

„აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილი იყოს დიფერენციაციის პრინციპი და აუცილებელია, შენარჩუნდეს ინკლუზიურობა. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დისკუსიები იქნება უაღრესად ნაყოფიერი, დაეხმარება ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც, რათა ნათლად წარმოიდგინონ ჩვენი მისწრაფებები, მიზნები, თუ რა უნდა გაკეთდეს 2020 წლის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების რეგიონში და განსაკუთრებთ ასოცირებული პარტნიორების მიმართულებით, რათა ის პროგრესი, რაც აქვს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას უფრო შეუქცევადი გახდეს, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესი უფრო სწრაფი ტემპით წავიდეს", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა