პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

მეუფე ნიკოლოზი: რაც შეიძლება მეტი წყალი დალიეთ

ნახვები: 504 მეუფე ნიკოლოზი: რაც შეიძლება მეტი წყალი დალიეთ

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ნებისმიერი წყალი, რომელიც დღეს მოდის წყაროზე, ონკანში თუ სხვაგან, არის ნაკურთხი და რაც შეიძლება მეტი წყალი უნდა დალიონ ადამიანებმა.

„პირველად, დღევანდელ დღეს კაცობრიობას ერთდროულად დაენახა ყოვლადწმინდა სამების სამივე წევრი. ეს არის ძე, რომელიც წყალში ჩავიდა, მამა ღმერთი, რომლის ხმა ისმა და სულიწმიდა, რომელიც მტრედის სახით დაფრინავდა და ყველას დასანახად ჩანდა.

დღეს იკურთხა წყალი. ნებისმიერი წყალი, რომელიც დღეს მოდის წყაროზე, ონკანში, სადაც გნებავთ, არის ნაკურთხი და რაც შეიძლება მეტი წყალი უნდა დალიოთ, რაც შეიძლება ხშირად უნდა გადაივლოთ ეს წყალი თუ საშუალება გაქვთ. დღეს არის ნაკურთხი წყლის დღე. ეს ცივი და ნაკურთხ წყალი გადაგსხმოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს“,-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა