კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კახა კალაძე - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნიკა მელია თანამდებობიდან გააძევონ

ნახვები: 438 კახა კალაძე - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნიკა მელია თანამდებობიდან გააძევონ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ „ნიკა მელია თანამდებობიდან გააძევონ“.

როგორც კახა კალაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით აღნიშნა, მსგავსი კონფლიქტის ფონზე, ერთსულოვნების შენარჩუნება შეუძლებელია.

„ჩვენ ვაკვირდებით და მე მგონი, სააშკარაოზეა, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, როგორი დაპირისპირება მიდის. ერთადერთი რაც აკლიათ, არის ის, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს. დაველოდოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ვიცით, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნიკა მელია თანამდებობიდან გააძევონ. ამ დაპირისპირების ფონზე, შეუძლებელია ერთსულოვნების შენარჩუნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა