თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციაშიც კარგად ხედავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა დაუშვებელია

ნახვები: 260 მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციაშიც კარგად ხედავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა დაუშვებელია

ოპოზიციაშიც კარგად ხედავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არის ძალა, რომლის ხელისუფლებაში ყოფნა დაუშვებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ის პარტია „ლელო საქართველოსთვის" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„საერთოდ გაშარჟება არ მიყვარს, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან ეს ინიციატივა რაღაცნაირად სახლობანას თამაშს ჰგავს. დამოკიდებულება და ღირებულების სისტემაში ნიშანწყალი იმის, რომ ოპოზიციას რაღაც რეალობის აღქმა მაინც აქვს, ეს ნამდვილად არის, ვინაიდან ისინიც კარგად ხედავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არის ძალა, რომლის ხელისუფლებაში მოსვლა და ყოფნა, საერთოდ დაუშვებელი და არანორმალურია. ეს არ ეხება მხოლოდ ძალოვან სამინისტროებს. ამას არ ეყოფა ის ბოდიში, რომელიც „ნაციონალურმა მიძრაობამ" მოიხადა. მათ უნდა იტვირთონ პასუხისმგებლობა, რათა არასდროს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაიმეორონ ის, რაც დაატრიალეს ქვეყანაში 2003 წლიდან ლამის 2012 წლის მთლიანად ჩათვლით. ეს იყო კატასტროფა ქართველი ერისთვის, ვინაიდან აბსოლუტურად ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის ყოველგვარი უფლება, რაც წარმოუდგენელი რამაა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძე კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნავს, რომ სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციის გაერთიანების შანსებს, თუნდაც ჩრდილოვანი მთავრობის დაკომპლექტების საკითხში.

„მე ამ შანსებს სკეპტიკურად შევხედავდი. ამაზე თეორიულად მსჯელობას აზრი არ აქვს. პრაქტიკული თვალსაზრისით მე ეს დიდად პერსპექტიული ამბავი არ მგონია", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარტია „ლელო საქართველოსთვის" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციურმა ძალებმა უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები კოალიციის შესაქმნელად და საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, ასევე პრემიერობის კანდიდატზე.

თუმცა, მისივე თქმით, დღესვე უნდა შეთანხმდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილი მომავალ მთავრობაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა