კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კელი დეგნანი - აშშ მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, შეასრულოს საერთაშორისო სანქციები

ნახვები: 384 კელი დეგნანი - აშშ მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, შეასრულოს საერთაშორისო სანქციები

საქართველოსთვის უზარმაზარი შესაძლებლობაა, იყოს შუა დერეფანი, ცენტრალური აზიიდან ევროპაში მიმავალი ტვირთებისთვის, რასაც აშშ მხარს უჭერს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დეგნანს კითხვა დაუსვეს ტელეკომპანია „სიენენის“ ეთერში ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე. ტელეკომპანიის წამყვანმა, კრისტიან ამანპურმა ურსულა ფონ დერ ლაიენს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა. კერძოდ, გავრცელებული ცნობების შესახებ, რომ სანქცირებული საქონელი რუსეთში საქართველოდან ხვდება.

კელი დეგნანის თქმით, აშშ მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან მრავალ სფეროში იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, შეასრულოს საერთაშორისო სანქციები.

„საქართველოსთვის, იყოს შუა დერეფანი, ცენტრალური აზიიდან ევროპაში მიმავალი ტვირთებისთვის, არის უზარმაზარი შესაძლებლობა, რასაც აშშ ძალიან უჭერს მხარს. ჩვენ მივისწრაფვით საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ამ დერეფანში საქართველოს წვლილის ზრდასთან ერთად, მას ასევე ჰქონდეს შესაძლებლობა, უზრუნველყოს საერთაშორისო სანქციების დაცვა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთვის პარტნიორობის შეთავაზებას ნებისმიერ სექტორში, რომელშიც საქართველო ისურვებს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა