კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიული ალასანია: არ მგონია, ჩვენ რაღაც უგემური ან უხარისხო საკვები მოგვქონდეს, რასაც თვითონ მისახელებს, ის მომაქვს

ნახვები: 566 გიული ალასანია: არ მგონია, ჩვენ რაღაც უგემური ან უხარისხო საკვები მოგვქონდეს, რასაც თვითონ მისახელებს, ის მომაქვს

ადამიანი საკვებს ვერ იღებს და ჭამს იმას, რაც შეუძლია. სამწუხაროდ, იმაზე მეტი არ შეუძლია და იმაზე სხვანაირიც არ შეუძლია. არ ვიცი, რა მაღაზიას გულისხმობს, მაგრამ არა მგონია, ჩვენ რაღაც უგემური ან უხარისხო მოგვქონდეს, ჩემი ინტერესია ჩემი შვილი ამ მდგომარეობაში არ იყოს, - ასე უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედის” გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს მასთან საკვების ის კალორაჟი არ მიაქვთ, რაც მისი გამოჯანმრთელებისთვის საჭიროა.

გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი ექიმების მიერ დასახელებულ საკვებს ვერ იღებს.

"მე არ ვიცი, შეიძლება ქალბატონ ნინოს გამორჩა ის დიაგნოზები და ის განმარტებები, რომელიც ჩვენ სპეციალისტებისგან და მაღალი დონის ექსპერტებისგან მოვისმინეთ, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანი მოწამლულია. იმის გამო, რომ ორგანიზმში მძიმე მეტალები აქვს, რომელიც არ გამოსულა ორგანიზმიდან, ამაზე აქ ბევრჯერ ვისაუბრეთ, ამის გამო, ადამიანი საკვებს ვერ იღებს და ჭამს იმას, რაც შეუძლია. სამწუხაროდ, იმაზე მეტი არ შეუძლია და იმაზე სხვანაირიც არ შეუძლია. მე არ ვიცი, რა მაღაზიას გულისხმობს, მაგრამ არა მგონია, ჩვენ რაღაც უგემური ან უხარისხო მოგვქონდეს, ჩემი ინტერესია ჩემი შვილი ამ მდგომარეობაში არ იყოს.

ექიმები გვეუბნებიან, რომ საკმარისი კალორაჟი არ არის, მართალია, მკურნალი ექიმი ამას გვეუბნება, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩამოთვლიან ხორცი უნდა იყოს, თუ სხვა რამე. ეს ადამიანი ვერ იღებს, რამდენჯერაც მოსინჯა, იმდენჯერ უკან დააბრუნა. ორგანიზმი ასეთ საკვებს ვერ იღებს. რასაც თვითონ მისახელებს ის მომაქვს, ხანდახან უთქვამს კიდევაც, მაგრამ ვერ შეუჭამია. აი, ასეთი მდგომარეობაა და ეს არის ჩვენი ძირითადი პრობლემა, ადამიანი იმიტომ ხდება.

რამდენჯერმე აქ ზურაბ ჩხაიძის კომენტარი მოვისმინეთ, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია, მაგრამ ჯანმრთელობა არ უმჯობესდება, პირიქით, უკან მიდის. ადამიანი წონაში იკლებს და სუსტდება, თქვენ წარმოიდგინეთ დამხმარე საშუალებითაც ვეღარ გადაადგილდება იმდენად არის დასუსტებული”,-განაცხადა ალასანიამ.

ამასთან, ექსპრეზიდენტის დედამ ჟურნალისტებთან მიმდინარე სასამართლო პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრმთელობის მძიმე მდგომარეობა გაჭიანურებულ სასამართლო პროცესებს ვერ გაუძლებს.

„ჩემთვის რამდენიმე ექსპერტის დაკითხვის შემდეგ სურათი ნათელი იყო. ჩვენ ხომ არ ვითხოვთ სასჯელი მოუხსენით და იურიდიული მხარე განიხილეთ, საუბარია ჯანმრთელობაზე. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ადამიანს გაყვანა სჭირდება იმიტომ, რომ ამის დაავადებები აქ ვერ განიკურნება. დიახ, ამაზეა საუბარი. ის, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის ნათელია, რატომ არ გახდა ნათელი პენიტენციური სისტემისთვის?!”,-განაცხადა გიული ალასანიამ.

 

ოჯახი ყოფილ პრეზიდენტს საკმარისი რაოდენობის საკვებით არ ამარაგებს - ნინო ნადირაძე

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა