Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს
საია: ევროკავშირის ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობა უკვე მესამე წელია უარესდება
ტრამპი: ომის დასრულების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმით“
ტრამპი: ირანზე ახალი დარტყმები ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში 38 ხიდის განადგურება ერთ საათში შეგვიძლია
ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება გადი აიზენკოტს დაავალა – „ქვეყანას სტაბილური ხელისუფლება სჭირდება“
რომან გოცირიძე: აშშ-ის საფონდო ბაზრის ვარდნა საქართველოს ათიათასობით მოქალაქისა და საპენსიო ფონდის ინტერესებსაც ეხება
მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“

რატი იონათამიშვილი - საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, პროცესები უფრო მჭიდროდ განვითარდება

ნახვები: 291 რატი იონათამიშვილი - საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, პროცესები უფრო მჭიდროდ განვითარდება

გარკვეული საკითხების ირგვლივ შეიძლება, იყოს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ეს არასდროს არ აისახება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობაზე, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

„ჩვენი პარტნიორობა „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ეს პროცესები უფრო მჭიდროდ განვითარდება.

ამასთან, იონათამიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის ჯიმ რიშის განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავარი გამოსავალია, გაიზარდოს ერთი მხრივ, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხი, მეორე მხრივ, მეტი მოსამართლე იყოს აღჭურვილი მანდატით.

„ჩვენი პოზიცია არის, რომ სასამართლოში მთავარი გამოწვევა, რაც დღეს არსებობს და რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, არის სასამართლოს გადატვირთულობა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე სწრაფი პასუხების არარსებობა. აქედან გამომდინარე, ამ პროცესიდან ერთ-ერთი მთავარი გამოსავალია, გაიზარდოს ერთი მხრივ, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხი, რაც ზოგადად, არჩევას ნიშნავს. მეორე მხრივ, მეტი მოსამართლე იყოს აღჭურვილი მანდატით, რომ მან უფრო სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და საქმეების სიჭარბე სასამართლოებში განტვირთოს", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში აცხადებს, რომ საქართველოში უკან გადადგმული ნაბჯების გამო შეწუხებულია.

ჯიმ რიშმა ყურადღება გაამახვილა გასულ კვირებში 50-ზე მეტი ჟურნალისტის ცემის ფაქტებზე, ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ დანიშნეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა