თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას თუ არ შეუძლია, ცესკო-ს თავმჯდომარე შეარჩიოს, ქვეყნის მართვას არავინ ჩააბარებთ

ნახვები: 431 არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას თუ არ შეუძლია, ცესკო-ს თავმჯდომარე შეარჩიოს, ქვეყნის მართვას არავინ ჩააბარებთ

ოპოზიციას, რომელსაც არ უნდა მცირე პასუხისმგებლობის აღება, მზად არ არის, დიდი პასუხისმგებლობა ჩაიბაროს. თუ მათ არ შეუძლიათ ცესკო-ს თავმჯდომარე შეარჩიონ, ქვეყნის მართვას არავინ ჩააბარებთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია დემოკრატიული პროცესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

„ოპოზიციას ორ ნაბიჯშიც რომ არ უნდა ენდო, ეს კიდევ ერთხელ ჩანს. თამარ ჟვანია ინკლუზიური პროცესის შედეგად იყო არჩეული და ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი რჩევით იყო ფორმირებული წინა ადმინისტრაცია, შემდეგ ვნახეთ, საკუთარ გადაწყვეტილებას როგორ შეაქციეს ზურგი და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აკრიტიკებდნენ ჟვანიას. ოპოზიციას არ აქვს რეალური რესურსი და შესაძლებლობა, რომ თავის თავზე ელემენტარული პასუხისმგებლობა აიღონ, მოქმედებენ დემოკრატიული პროცესების საწინააღმდეგოდ. დემოკრატია არ არის პროცესისგან გამიჯვნა, პროცესისგან გაბუტვა და თვალებზე ხელის აფარება, რომ პროცესში მონაწილეობა არ უნდათ. დემოკრატია და მომწიფებური პოლიტიკური სისტემა არის ის, როცა ოპოზიცია თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს.

წინასწარ ვხედავ, თვითმმართველობის არჩევნებზე როგორ დასრულდება ასეთი არათანმიმდევრული გადაწყვეტილებები. ოპოზიციას, რომელსაც არ უნდა მცირე პასუხისმგებლობის აღება, მზად არ არის, დიდი პასუხისმგებლობა ჩაიბაროს. თუ მათ არ შეუძლიათ ცესკო-ს თავმჯდომარე შეარჩიონ, ქვეყნის მართვას არავინ ჩააბარებთ. ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება მაშინ, როცა იმედი არ გაქვს, არჩევნებში კარგი შედეგების მიღების და ცდილობ, თქვა, ეს ყველაფერი ძალიან ცუდია", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა