პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

საპარლამენტო ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“ 5-6 ივლისის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დაარეგისტრირა

ნახვები: 383 საპარლამენტო ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“ 5-6 ივლისის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დაარეგისტრირა

საპარლამენტო ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა" 5-6 ივლისის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დაარეგისტრირა.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ აცხადებს, იმედი აქვს, რომ კოლეგები ინიციატივას მხარს დაუჭერენ.

„ჩვენმა ფრაქციამ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დაარეგისტრირა, რომელიც 5-6 ივლისის მოვლენების გამოძიებას ეხება. რა თქმა უნდა, მთავარი ფოკუსი იქნება რუსული კვალის და გავლენის დადგენა. ამაზე არაერთი განცხადება გაკეთდა როგორც ადგილობრივი ექსპერტების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ ამ მოვლენების უკან შსაძლოა, იყოს კრემლი. იმედი გვაქვს, რომ კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ ჩვენი კოლეგები. უკვე გვაქვს თანხმობა რამდენიმე ფრაქციისგან, ვაგრძელებთ კოლეგებთან კონსულტაციებს და იმედი გვაქვს, ის 50 ხმა, რაც ამ კომისიის მუშაობის დაწყებას სჭირდება, იქნება პარლამენტში. ჩვენ გვაქვს უფლება, კომისიაში დავიბაროთ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ძირითადი აქცენტი იქნება ამ მიმართულებით და ფოკუსი იქნება ქვეყნის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესებზე - სად იკვეთება კრემლის კვალი და რა იყო იმის მიზეზი, რომ უმოქმედო იყო შს სამინისტრო. შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობა გამოწვეული იყო იმით, რომ ხელისუფლებისა და საპატრიარქოს ერთობლივად ორგანიზებული იყვნენ ეს მოძალადე ჯგუფები", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა