პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია არსებულ კომისიებში არაფერს აკეთებს და ახალ შექმნილში რატომ იმუშავებს, ეს წარმოუდგენელია

ნახვები: 402 გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია არსებულ კომისიებში არაფერს აკეთებს და ახალ შექმნილში რატომ იმუშავებს, ეს წარმოუდგენელია

ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებს და ბოიკოტგამოცხადებულ პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიას როგორ ქმნიან? - აცხადებს „ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიები კომისიის შექმნის საკითხზე.

როგორც მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ოპოზიციამ გადაწყვიტა, რეალობას გაექცეს.

„რეალობაში ხედავენ, რომ ყველგან წაგებული არიან. რაღაც ვირტუალურ მთავრობებს აყალიბებენ და ვირტუალურ მინისტრთა კაბინეტებს ქმნიან, მინისტრების პორტფელებს ინაწილებენ. არსებულ კომისიებში არაფერს აკეთებენ და ახალ შექმნილში რატომ იმუშავებენ, ეს წარმოუდგენელია.

ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებს და ბოიკოტგამოცხადებულ პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიას როგორ ქმნიან? ნებისმიერ საკითხში არიან არათანმიმდევრული. კარგია, რომ საზოგადოება ხედავს, „ქართულ ოცნებას" რა ალტერნატივა ჰყავს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა