სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

„განწირული კივილის ხმა შემომესმა, ფეხი მოუცურდა...“ - სამტრედიაში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები

ნახვები: 719 „განწირული კივილის ხმა შემომესმა, ფეხი მოუცურდა...“ - სამტრედიაში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები

უბედური შემთხვევა მოხდა სამტრედიაში. ქალაქის ტერიტორიაზე, რესპუბლიკის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი, მრავალბინიანი კორპუსის შენობის სახურავიდან გადმოვარდა მუშა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი 44 წლის ლაშა ნადირაძეა.

ის ქარისგან დაზიანებული სახურავის აღდგენაზე მუშაობდა, რა დროსაც მან თავი ვერ შეიკავა და სახურავიდან გადმოვარდა.

ერთ-ერთი ადგილობრივი იხსენებს, როგორ ჩამოვარდა მამაკაცი კორპუსიდან. 

„აქ სამი კაცი ბინას ხურავდნენ. შემომესმა განწირული კივილის ხმა მიშველეთო და რომ გამოვედი უკვე გადმოვარდნილი იყო. დავინახე რომ დაეცა. თოკი ჰქონდა მობმული და ჩამოდიოდა, ფეხი მოუცურდა და გადმოვარდა“,- ამბობს ადგილობრივი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

სამტრედიაში, კორპუსის სახურავის შეკეთებისას მამაკაცი გადმოვარდა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა

 

პრაი თაიმ

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა