კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

"ნაპოლიმ“ ისევ მოიგო

ნახვები: 646 "ნაპოლიმ“ ისევ მოიგო

 „რომასთან“ ნეაპოლელებმა 2:1 მოიგეს.

სერია A-ს მე-20 ტურის შეხვედრაში, რომელსაც „სტადიო მარადონამ“ უმასპინძლა, პირველი სახიფათო მომენტი ხვიჩამ შექმნა – მე-5 წუთზე მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოსკენ წავიდა და მარცხენა დაბალ კუთხეში დაარტყა, მაგრამ „რომას“ მეკარე რუი პატრისიომ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მე-17 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით „ნაპოლიმ“ შედეგს მაინც მიაღწია. ქართველი შემტევი მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შევარდა და კარის წინ ბურთი ვიკტორ ოსიმენს გადააწოდა, რომელმაც ბურთი კარგად დაამუშავა და შესანიშნავი გოლით „ნაპოლი“ 1:0 დააწინაურა.

ვიდეო

54-ე წუთზე ჩაკი ლოსანოს ფლანგური გადაცემის შემდეგ კვარაცხელიას „რომას“ კარის აღება თავადაც შეეძლო, მაგრამ ბურთი დროულად ვერ დაამუშავა და კარგი შანსით ვერ ისარგებლა.

69-ე წუთზე ლუჩანო სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი შეცვალა. 6 წუთში „რომამ“ სტეფან ელ-შაარავის ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა 1:1, მაგრამ 86-ე წუთზე ჯოვანი სიმეონემ „რომას“ მეორედ გაუტანა და „ნაპოლის“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა 2:1.

20 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 53 ქულა დააგროვა და სერია A-ს ლიდერია და მეორეადგილოსან „ინტერს“ 13 ქულით ასწრებს. კვარაცხელიას ანგარიშზე კი იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 16 მატჩში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა