კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კობა ნაყოფია - პარტიას არ დავტოვებ, მაგის იმედი ნურავის აქვს

ნახვები: 480 კობა ნაყოფია - პარტიას არ დავტოვებ, მაგის იმედი ნურავის აქვს

პარტიაში, როგორც მინიმუმ, ვიქნები იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშილი არის პუტინის და ივანიშვილის პირადი ტყვე ქართულ ციხეში, ამიტომ პარტიას არ დავტოვებ, მაგის იმედი ნურავის აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

„რაც შეეხება ჩემს თანამდებობას, პოლიტსაბჭოს არჩევნები ისედაც არის მარტში. დიდი ალბათობით, არ მივიღებ მონაწილეობას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე“,- აღნიშნა ნაყოფიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაიშლება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ორ ფლანგად, ნაყოფია ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

„არ მგონია, რომ ორ ფლანგად დაიშალოს. „ნაციონალური მოძრაობა” არის ძალიან დიდი პარტია და არა მგონია, ეს პროცესები მოჰყვეს. თუმცა ალბათ, გადანაცვლებები მოხდება მმართველ რგოლში. ეს ბუნებრივია, როცა ერთი კანდიდატი იმარჯვებს, იმას მართვაში თავისი გუნდი მოჰყავს. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის”, – განაცხადა ნაყოფიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58 პროცენტი მიიღო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა