კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მეუფე ნიკოლოზი: კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის საზიარებლად არ შემიშვეს

ნახვები: 535 მეუფე ნიკოლოზი: კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის საზიარებლად არ შემიშვეს

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, კლინიკა „ვივამედში“ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზიარებლად არ შეუშვეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის ავადმყოფის ზიარებაზე არავის, არასდროს უთქვამს უარი.

„ასეთი რაღაც მითხრეს, რომ კიდევ უნდა აუღონ ტესტი, PCR და დაუდასტურდება თუ არა იმის მიხედვით [მოიქცევიან]. მე მართალი გითხრათ, არ ვიცი, რას ნიშნავს ეს იმიტომ, რომ ავად რომ არის მაშინ უნდა ადამიანს ზიარებაც და გამოჯანმრთელებაც, ჰოდა, მე მზად ვიყავი შევსულიყავი. საზიარებლად ვიყავი მოსული და პირველი შემთხვევაა ჩემს პრაქტიკაში, 30 წელზე მეტია ამას ვაკეთებ და ჩემთვის არასდროს, არავის არ უთქვამს უარი ავადმყოფის ზიარებაზე.

ადამიანს აქვს უფლება იცოცხლოს და თუ აქ, ამ ქვეყანაში არ ხერხდება, უცხოეთში უნდა გაგრძელდეს მისი მკურნალობა, ამაში დარწმუნებული ვარ", - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა