კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გოჩა მირცხულავა: სააკაშვილი ამ "ჩხუბში" შესაძლოა, მსხვერპლიც გახდეს

ნახვები: 570 გოჩა მირცხულავა: სააკაშვილი ამ "ჩხუბში" შესაძლოა, მსხვერპლიც გახდეს
"იმ ტალახის შემდეგ რაც კანდიდატებმა ერთმანეთს ესროლეს ახლა გოგირდებში რიგი უნდა იდგეს...", - ამის შესახებ  ანალიტიკოსმა გოჩა მირცხულავამ "ნეიშენ ჯორჯიას" განუცხადა. 
 
"რამდენიმე მოსაზრება შემხვდა სოცქსელში პათოსით - "ხაბეიშვილი დაიხსნის სააკაშვილს"...
სააკაშვილი შეიძლება დაიხსნას მხოლოდ კანონმა და მმართველი გუნდის პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ (გარე ფაქტორების გავლენით).
შესაბამისად, ხაბეიშვილი ვერ გამოიხსნის სააკაშვილს. მით უფრო ვივამედში შევარდნით. ეს სცენარი საკმაოდ მძიმეა პირველ რიგში სააკაშვილისთვის: 1. თუ ხელისუფლება ვიმამედში სააკაშვილისთვის გარე საფრთხეს იგრძნობს მას გადაიყვანენ ციხეში; 2. "ციხეს ავიღებთ" ცალკე აბსურდია და ვისაც უნდა სერიოზული სახითაც შეუძლია ამაზე იმსჯელოს.
თუმცა ორივე შემთხვევაში ვინმე ფიქრობს იმაზე, რომ ბადრაგს - ანუ სახელმწიფოს აქვს ძალის გამოყენების და ცეცხლის გახსნის უფლება, სწორედ პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მოტივით? იმედია, კიდევ უფრო დიდ აბსურდს არ გაახმოვანებს ვინმე - "ჩხუბი მორევაზეაო". ეს ფრაზა იქნება პირდაპირი მინიშნება, რომ სააკაშვილი ამ "ჩხუბში" შესაძლოა, მსხვერპლიც გახდეს.
და მაშინ მიზეზ-შედეგობრივი კავშირით მის სიკვდილში დაინტერესებული მისი გამომხსნელები აღმოჩნდებიან.
პოლიტიკა არ არის სწორხაზოვანი მოცემულობა და პოლიტიკური სურვილების აღსასრულებლად რეალობის აღქმაა საჭირო და არა - "მე მინდა"...
ჰო, მგონი მე ვარ ერთადერთი, ვისთვისაც სააკაშვილს წერილი არ გამოუგზავნია რაც დაბრუნდა. ორი სიტყვის დაწერას - "შპიგელისთვის" მიცემული ინტერვიუს ფონზე და ასე მილოცვას წინ რა ედგა ნეტავ?
რაც შეეხება პათოსს - "ჩვენ გავიმარჯვეთ!" ეგ საერთოდ გაუგებარია.... იმ ტალახის შემდეგ რაც კანდიდატებმა ერთმანეთს ესროლეს ახლა გოგირდებში რიგი უნდა იდგეს...",- განაცხადა მირცხულავამ.
 
შეგახსენებთ, ენმ-ის პარტიულ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა