შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს! - ეს ყველაფერი ჩაივლის და დონორებთან გვექნება სერიოზული საუბარი
იაგო ხვიჩია - კითხვა, რომელსაც ნებისმიერ „ქოცთან“ უნდა ვსვამდეთ: რას ვიღებთ სანაცვლოდ, როდესაც ამდენ რამეს ვკარგავთ ამ უაზრო კანონით?
ოპოზიციური პარტიები - 29 აპრილს ივანიშვილის მიერ ორგანიზებული შეკრების მიზანია დაყოს და დააპირისპიროს ხალხი
პაატა მანჯგალაძე - ხომ გამოჩნდა, რომ სულ ცალ ფეხზე ჰკიდია კალაძესაც, კობახიძესაც, მდინარაძესაც საქართველოს მოქალაქე?!
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
ეკა სეფაშვილი - ეს არის მოსყიდული ევროპარლამენტარების მიერ შემუშავებული რეზოლუცია
ანა ბუჩუკური - ივანიშვილმა და ხელისუფლების თითოეულმა წარმომადგენელმა ევროპისკენ გზა ჩაკეტეს
სალომე სამადაშვილი - უვიზო რეჟიმის გაუქმებისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყნის მხარდაჭერა არაა საჭირო

ანზორ ბიწაძე - მხარს დავუჭერთ ერთიან კანდიდატს, ჩვენ ვართ მომხრე, იყოს რაც შეიძლება დიდი ოპოზიციური ერთობა

07.24.2021 | 16:23 ნახვები: 281

მხარს დავუჭერთ ერთიან კანდიდატს, ჩვენ ვართ მომხრე, იყოს რაც შეიძლება დიდი ოპოზიციური ერთობა, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს" წევრმა, ანზორ ბიწაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „ერთიანი საქართველო" ოპოზიციის უდიდეს ნაწილთან კოორდინაციაში იქნება საქართველოს ყველა რაიონსა და ქალაქში, ამასთან, აღნიშნა, რომ რაც შეიძლება მეტი კონსოლიდირება უნდა იყოს ოპოზიციაში.

„ჩვენი გადაწყვეტილება დიდი ხანია ცნობილია. ჩვენ ვართ მომხრე, იყოს რაც შეიძლება დიდი ოპოზიციური ერთობა. სხვანაირად ვერ მოხერხდება ოლიგარქის დამარცხება, ეს ჩვენ კარგად გვესმის. სამწუხაროდ, ოპოზიციაში არიან ცალკეული სუბიექტები, რომლებსაც უბრალოდ აღარ სურთ ვადამდელი არჩევნები. ეს მათი მხრიდან შეცდომაა, რადგან ქვეყანას სჭირდება ვადამდელი არჩევნები. ჩვენ მხარს დავუჭერთ ერთიან კანდიდატს, ვიქნებით კოორდინაციაში ოპოზიციის უდიდეს ნაწილთან საქართველოს ყველა რაიონში, ყველა ქალაქში. ჩვენი აზრით, რაც შეიძლება მეტი კონსოლიდირება უნდა იყოს ოპოზიციაში და ჩვენ ამას ხელს შევუწყობთ. გვაქვს კონსულტაციები კოლეგებთან სხვადასხვა რაიონსა და ქალაქში მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით, ასევე საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით", - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის მერობის კანდიდატად ოპოზიციის ნაწილმა ნიკა მელია დაასახელა, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე - ელენე ხოშტარია, ვიცე-მერობის თანამდებობაზე კი ზურაბ ჯაფარიძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა