კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იაგო ხვიჩია - ოპოზიცია ერთიანდება, ძველი ხალხი ერთმანეთს ეძებს და „ლელომაც“ თავისი გზა უნდა იპოვოს ამ შენაკადში

ნახვები: 571 იაგო ხვიჩია - ოპოზიცია ერთიანდება, ძველი ხალხი ერთმანეთს ეძებს და „ლელომაც“ თავისი გზა უნდა იპოვოს ამ შენაკადში

საქართველოში ახალი პოლიტიკური ძალა ყველა არჩევნების წინ იქმნება. ვიღაცა ამაში ფულს იხდის. სხვადასხვა უცნაური პარტიები ყოველთვის არსებობენ, რომლებიც წინასაარჩევნოდ რეკლამდება და გზააბნეულ ხმებზე მუშაობს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ხვიჩია გამოეხმაურა „ლელო – საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტს, სადა ხაზარაძე ამბობს, რომ ახალი პოლიტიკის, ახალი ძალების გაერთიანების დროა.

იაგო ხვიჩიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთ წევრს „ლელოში“ სიამოვნებით იხილავდა.

„ცხადია, „ლელომ“ რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რადგან ოპოზიცია ერთიანდება, ძველი ხალხი, მათ შორის „ლელოს“ ძველი მეგობრები ერთმანეთს ეძებენ და „ლელომაც“ თავისი გზა უნდა იპოვოს ამ შენაკადში. ვფიქრობ, „ლელოს“ პოლიტიკიდან წასვლა უნდა და ამის ნიადაგს ამზადებს. თუ ასე არ არის, რაღაც თავად უნდა მოიფიქროს, რადგან ხომ ხედავთ, ხალხი ერთიანდება. „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთ წევრს „ლელოში“ სიამოვნებით ვიხილავდი, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. „ნაცმოძრაობის“ დაშლის გულშემატკივარი ვარ და წინააღმდეგი არ ვარ, „ლელო“ მოძლიერდეს. „ლელოსთან“ საერთოდ ვერ ვკომუნიცირებთ, იმდენად განსხვავებული ხალხია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა