6 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში, სტუდენტებმა აუდიტორიები, სკოლის მოსწავლეებმა კი საკლასო ოთახები დატოვეს და საპროტესტო აქციებს მართავენ
გიორგი გახარია - მივმართავ საქართველოს მეგობრებს აშშ-ში: ქართველი ხალხი ისმენს თქვენს მხარდაჭერას, მაგრამ ითხოვს მოქმედებას - სიტყვები აღარ კმარა
სალომე ზურაბიშვილი - სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომ თანამშრომლებთან შეხვედრისთვის!
დიმიტრი მედვედევი - საქართველოს ვადაგასულმა „პრეზიდენტმა“, გიჟმა დეიდა სალომემ განაცხადა, რომ სავარძელს არ დატოვებს
მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილი უკვე პოლიტიკური ოპონენტების დაჭერაზე გადავიდა
სალომე ზურაბიშვილი - ქუჩებში არსებული სიმტკიცე გაჩერების ნიშანს არ აჩვენებს
გიორგი ბახუტაშვილი - მირტყეს, ჩემს გარშემო ადამიანებსაც უმოწყალოდ ექცეოდნენ

ცუდად ნახსენები - „ჩვენი სისხლი“

02.02.2023 ნახვები: 685

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა ძალიან მძიმე, მე ვიტყოდი, არასწორი განცხადება გააკეთა - "Я не знаю, в каком мире они живут. С одной стороны они хотят нашей кровью вернуть себе землю, а с другой стороны они издеваются над нашими гражданами. Это недопустимо просто"....

საქართველო რუსეთთან ომის ცხელ ფაზაშია 1991 წლიდან... ჩვენს ხარჯზე ათწლეულებით მოიწყო მშვიდობა არა ერთმა პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანამ. კოსოვო გახდა საქართველოს წინააღმდეგ რუსული ვენდეტის ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ არასოდეს დაგვიჩივლია ამაზე და ჩვენი სისხლით გადავიხადეთ საფასური.

საქართველოს მოსახლეობა აბსოლუტურად სოლიდარულია უკრაინის სახელმწიფოსი და ამის დამადასტურებელი არა ერთი ფაქტი არსებობს - ჩვენი გმირების ომში ჩართულობიდან და გაღებული სისხლიდან დაწყებული, იმ სვანური ღუმელით დასრულებული, რომელიც დღეს, თუნდაც ერთ ბავშვს და მოხუცს ათბობს.

გლობალური პოლიტიკური პროცესი და განცხადება იმაზე, რომ ამ ომის დასრულებამ გეოპოლიტიკური-გეოგრაფიული ანუ სახელმწიფო ტერიტორიული ბალანსი უნდა აღადგინოს იმაზე კი არ მეტყველებს, ქართველები უკრაინელების სისხლით ვაპირებთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, არამედ იმაზე, რომ ასეთი პროცესების დროს ხდება ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. უამრავი ინდიკაცია არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინის ტერორისტულმა რეჟიმმა, შესაძლოა, უკრაინის ფრონტზე მარცხის ფონზე ლოკალური გამარჯვება გადაწყვიტოს სხვა - უფრო სუსტ სახელმწიფოში და ეს სახელმწიფო ვართ ჩვენ. ამ პირობებში (რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ) ძნელია დასავლეთისგან მოითხოვო უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები არა მხოლოდ სიტყვით, არამედ კონკრეტული ქმედებებით. სიტყვიერი გარანტიები და მხარდაჭერა ისედაც გვაქვს და ეს ჰქონდა უკრაინასაც.

განაპირა ევროპის აღქმა იყო იმის მიზეზი, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილის ხვეწნა 2007-2008 წლებში ვერ შეისმინა დასავლურმა ბიუროკრატიამ. დღეს იმ სახელმწიფოს დამუნათება, რომელიც უკვე იმყოფება ოკუპაციის რეჟიმში და მისი დედაქალაქის პირისპირ, სულ რაღაც 38 კილომეტრში რუსეთის საშუალო მანძილის რაკეტები დგას, უხერხულია.

ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე არა ერთი ევროპელი ლიდერი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ ობამასეული გადატვირთვის პოლიტიკის ანარეკლები თუ დიდი ომის შიშები მათ გამბედავი განცხადების გაკეთების უფლებასაც კი არ აძლევდა.

2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნისა და მისი პრეზიდენტის უშუალო ჩართულობით გაფორმდა, მედიატორ მხარეს თავზე რომ გადაახიეს და დღესაც შეუსრულებელია - ახსოვს ვინმეს?

თუ პოლიტიკურ-დიპლომატიური პასუხისმგებლობა არ არსებობს, ან არსებობს მხოლოდ გამონაკლისებისთვის?

საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას არანაირი სანქცია არ მოჰყოლია და იმდროინდელმა ევროპულმა ბიუროკრატიამ 2 მილიარდიანი კრედიტის სანაცვლოდ განაგრძო მშვიდობიანი თანაცხოვრება პუტინთან. თან უხაროდათ, რომ პრეზიდენტ ბუშს ვადა ეწურებოდა.

ის ომი ჩვენთვისაც მამულისთვის ომი იყო... და ჩვენი მხარდამჭერი სახელმწიფოები პარალელურად მილიარდიან გარიგებებს აფორმებდნენ კრემლთან - ვინ გაზის, ვინ ნავთობის, ვინ კიდევ შოკოლადის ბიზნესში....

ცალკე საკითხია სანქციების თემა... აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს, ევროპის საბაჟო და სხვა სტრუქტურებს აქვთ ყველანაირი რესურსი ღიად განაცხადონ, რას არღვევს საქართველო ამ მიმართულებით და იმის ბერკეტებიც, რომ შესაბამისი, არასწორი ქმედებების შემთხვევაში განახორციელონ ქმედითი ღონისძიებები. ამ მიმართულებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს სახელმწიფოთაშორისი პრეტენზიები.

რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს. დიახ, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება უნდა უნდა იყოს გარანტირებული.

რადგან თავად "სააკაშვილის საქმე" უფრო ადრე დაიწყო ვიდრე ომი, რომელმაც ქართული პოლიტიკური ცხოვრება რბილად რომ ვთქვათ არია და თურმე, ამ საქმეში, არ არის გამორიცხული, ჩარეული ყოფილიყო რუსეთი (თავად მიხეილ სააკაშვილის განცხადების მიხედვით), ყველამ უნდა აღიაროს, რომ ეს გახდა ხელისუფლებებს შორის ურთიერთობის გაცივების მიზეზი. იმთავითვე ხომ არ იყო უპრიანი, ოფიციალურ კიევს გაეკეთებინა განცხადება მათი მოქალაქისა და მაღალი თანამდებობის პირის მიერ, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაშესაფერისი ქცევის თაობაზე და მყისიერად ეზრუნათ მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან გასაყვანად პარტნიორების ჩართულობით? სააკაშვილი, ახლაც შეუძლია უკრაინას გაიყვანოს საქართველოდან. დიახ, ახლაც და ეს არ არის საჯარო განცხადებების სივრცეში განსახილველი საკითხი.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, მასთან გლობალური ხედვით არსებობს ერთადერთი პრეტენზია და ისიც საქართველოს მოსახლეობის მხრიდან - დღეს, ყველაფერი, ანუ იმაზე მეტი და ბევრად მეტი უნდა კეთდებოდეს სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, როგორც დიპლომატიურ ასევე თავდაცვის სფეროში.

ორივე მხარესთან (საქართველო-უკრაინა) პრეტენზია კი სწორად და ნათლად ჩამოაყალიბა ელჩმა დეგნანმა - ისაუბრეთ არასაჯარო სივრცეში და მოაგვარეთ პრობლემები.

ომის დაწყების პირველსავე დღეებში რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ - მათი ნებართვის გარეშე სახელებს არ დავწერ - ერთ-ერთ ობიექტის დასუფთავების სამუშაოები შეასრულა და სამი დღის განმავლობაში 1470 ლარი მოაგროვეს. ეს თანხა უკრაინის თანადგომის ფონდში ჩარიცხეს. ეს გულწრფელობა არის გაღებული სისხლი და ასეთი ათასობით ადამიანია აქ - საქართველოში, რომელთაც სულაც არ ადარდებთ რაზე საუბრობენ ხელისუფლებები - არამედ იციან, რომ უკრაინელი ხალხის და საკუთარი თავისუფლებისთვის უნდა დაიკოჟრონ ხელები. მაშინ, როდესაც იქ უკრაინაში დაკარგული ერთი სიცოცხლე ცრემლებით ავსებს თვალებს - „ჩვენი სისხლი“ და „ჩვენს ხარჯზე“ - არ არსებობს....

ავტორი: გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

„ნეიშენ ჯორჯია“

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა