კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბენიამინ ნეთანიაჰუ კიევისთვის ანტისარაკეტო სისტემის, „რკინის გუმბათის“ გადაცემის შესაძლებელობას განიხილავს

ნახვები: 378 ბენიამინ ნეთანიაჰუ კიევისთვის ანტისარაკეტო სისტემის, „რკინის გუმბათის“ გადაცემის შესაძლებელობას განიხილავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კიევისთვის ანტისარაკეტო სისტემა „რკინის გუმბათის“ გადაცემის შესაძლებელობას განიხილავს. ამის შესახებ მან განცხადება ამერიკულ ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-თან ინტერვიუში გააკეთა.

ამასთან ერთად, ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ აშშ-მა გადასცა უკრაინას ვაშინგტონის კუთვნილი საარტილერო ჭურვები, რომლებიც ისრაელში იყო დასაწყობებული. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ მისი სახელმწიფოს ოპერაციები ირანის წინააღმდეგ მიმართულია, მათ შორის, იმ ქარხნების განადგურებისკენ, სადაც უკრაინაში გასაგზავნ შეიარაღებას აწარმოებენ.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ისრაელი მოქმედებს იმ ხერხებით, რომლებსაც ახლა არ ჩამოვთვლი, ირანის იმ იარაღის წარმოების წინააღმდეგ, რომელსაც უკრაინის მიმართ იყენებენ“, – თქვა ნეთანაჰუმ.

დასავლეთი და კიევი ამტკიცებენ, რომ ირანი რუსეთს აწვდის საბრძოლო უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. მოსკოვი და თეირანი ამ ბრალდებას უარყოფენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა