ჯო უილსონი - მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაასანქცირონ "ჩინეთის კომუნისტური პარტიის" ახლო მეგობარი ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახის უახლოესი წევრები და მისი ხელშემწყობების ქსელი
ნიკა მელია - სეთი სამარცხვინო სახალხო დამცველი ქართველ ხალხს არ ჰყოლია
ლევან იოსელიანი - რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის
გუსტავ გოტბერგი - შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტთან ყველა კონტაქტი შეწყვიტოს
ჯო უილსონი - პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა
კარპენტერი - ახალ ადმინისტრაციას საქართველოზე ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ
ჯეიმს რიში- იმედი გვაქვს, ქართველი ხალხი აიღებს კონტროლს და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც ჩვენ გვგონია, რომ მას სურს
დიდი ბრიტანეთის პრემიერი: გაერთიანებული სამეფო თავის სრულ როლს შეასრულებს უკრაინაში სამშვიდობო ძალისხმევაში

კახეთი/Kakheti

12.10.2020 ნახვები: 2343

კახეთს, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს, დასავლეთიდან ქართლი ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან _ რუსეთის ფედერაცია (დაღესტანი), რომლისგანაც კავკასიონის ქედითაა გამოყოფილი, სამხრეთიდან კი _ აზერბაიჯანი. 

მხარის ადმინისტრაციული ცენტრი უძველესი ქალაქი თელავია.
კახეთში ადამიანის ცხოვრების კვალი, ჯერ კიდევ, ქვის ხანიდან იწყება. აღმოჩენილი მასალების მიხედვით კახეთის ტერიტორიაზე ქვის ხანაში ადამიანი მუდმივად სახლობდა. აქ მისი ცხოვრების კვალი, დაახლოებით, ძვ. წ. 2 მილიონ 300 ათას წელსა და 10.000 წელს შორის უნდა განისაზღვროს. ძვ. წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევარში და III ათასწლეულში (ადრეული ბრინჯაოს ხანა) კახეთის ტერიტორიაზე, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის მთელ ცენტრალურ ნაწილში, გავრცელებული იყო მტკვარ-არაქსის კულტურა.
აღსანიშნავია კახური ფოლკლორი. ცნობილია კახური სიმღერები „მრავალჟამიერი", „წინწყარო", „ურმული", „მაყრული" და სხვ., „ჩაკრულო" კი მთელმა მსოფლიომ გაიცნო _ ქართული ფოლკლორის ეს მნიშვნელოვანი ნიმუში კოსმოსში გაიგზავნა.
კახეთი ღვინის მხარეა, მას გამორჩეული ადგილი უჭირავს საქართველოს ღვინის წარმოებაში. ამ მხარეში 200-მდე საღვინე ჯიშია აღწერილი. განსაკუთრებით პოპულარული ჯიშებია: რქაწითელი, კახური მწვანე, ხიხვი, ქისი და საფერავი.
ეს მხარე ბუნების მხრივაც გამორჩეული და მრავალფეროვანია. კახეთს ეგზოტიკურობას მატებს დაზოლილი, აფერადებული უდაბნო და ვაშლოვნის ნაკრძალის ტალახის ვულკანები.

----

Kakheti, which is located in east Georgia, is bordered by Kartli on the west, Russian Federation (Dagestan) - from which is is separated by Caucasian Range - on the north, and Azerbaijan on the east.
Administrative center of the region in the oldest town Telavi.
The traces of human presence in Kakheti takes origin as early as in Stone Age. According to the discovered materials, humans permanently populated Kakheti territory in Stone Age. The age of the traces of human presence here shall be defined between 2 300 000 years B.C. and 10 000 years. In the 2nd half of the IV Millenium and the III Millennium B.C. (Early Bronze Age), Mrkvari-Araksi culture was spread on the territory of Kakheti, as well as the whole central part of the South Caucasus. In Middle Bronze Age, Kakheti was one of the main areas of spreading of Trialeti culture.
Kakhetian folklore is worth mentioning. Kakhatian songs "Mravalzhamieri", "Tsintskaro", "Urmuli", "Makruli", etc., are well known, and "Chakrulo" is famous in the world as this outstanding sample of Georgian folklore was sent into the space.
Kakheti is the region of wine, is holds special place in Georgian wine production. About 200 vine species for wine-making are described in this region. Especially popular species are: Rkatsiteli, Kakhuri Mtsvane, Khikhivi, Kisi and Saperavi.
The nature of this region is also outstanding and diverse. Exotic features of Kakheti are enhanced by striped colorful desert and mud volcanoes of Vashlovani Reserve.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა