კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა

ნახვები: 496 Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში.

თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები.

“საერთაშორისო ბაზარზე ბანკების მსხვილი პარტნიორების საჭიროებების კვლევებით ვლინდება, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებას ციფრული შესაძლებლობები და ავტომატიზებული სერვისები ქმნის. აღნიშნული ჯილდო იმის დასტურია, რომ პარტნიორების ამ საჭიროებებსა და ზოგადად, გლობალურ ტენდენციებს წარმატებით ვპასუხობთ - კომპანიებს თანამედროვე, ინოვაციურ გადაწყვეტებს ვთავაზობთ და ნებისმიერ რეალობაში მათი სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ. 2023 წელს განვაგრძნობთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების საერთაშორისო ოპერაციების ფარგლებში მხარდაჭერას, რაშიც  ჩვენი გუნდის წევრების ექსპერტული გამოცდილება, თიბისის ციფრული შესაძლებლობები და მსოფლიოს მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა დაგვეხმარება“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. 

 

„2022 წლის განმავლობაში, ვაჭრობის დაფინანსების სექტორი სტაბილურად მზარდი იყო, რაც პანდემიის გამო, ავტომატიზებულ პროცესებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჩვენი წლევანდელი გამარჯვებულები, ლიდერები არიან კონკურენტულ ბაზარზე პარტნიორებისათვის საუკეთესო ციფრული პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზების კუთხით“, - ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

 

ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Global Finance 20 წელზე მეტია სხვადასხვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებს. წლების განმავლობაში, თიბისის გამოცემისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

 

წელს, რიგით 23-ე დაჯილდოების ფარგლებში, გამოცემამ ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო პროვაიდერები მსოფლიოს 102 ქვეყანასა და 8 რეგიონში დაასახელა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა