თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი ლექვინაძე - მიუხედავად იმისა, რომ საწვავის საცალო ფასები 1-1.2 ლარით არის შემცირებული, მარჟები იგივე რჩება

ნახვები: 525 ირაკლი ლექვინაძე - მიუხედავად იმისა, რომ საწვავის საცალო ფასები 1-1.2 ლარით არის შემცირებული, მარჟები იგივე რჩება

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საავტომობილო საწვავთან დაკავშირებით, აგვისტოდან მიმდინარეობს მოკვლევა ხუთ მსხვილ რეალიზატორთან მიმართებით.

ლექვინაძის თქმით, თვალყურს ადევნებენ ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ფასებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის საწვავზე ფიქსირდება. ლექვინაძის განცხადებით, გასარკვევია, რატომ რჩება მაღალი მარჟები, როცა შემცირებულია იმპორტის ღირებულება და ფასწარმოქმნის შემადგენელი სხვა ფაქტორები.

„ჩვენ გაკეთებული გვაქვს ფასწარმოქმნის ანალიზი 2022 წლის მთელი წლის განმავლობაში. მარტის თვიდან იწყება საწვავის გაიაფების პროცესი და პიკურ პერიოდს თუ შევადარებთ, დაახლოებით 1.2 ლარის ფარგლებაშია ყველა ტიპის საწვავზე ფასი შემცირებული. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებით რუსეთიდან საწვავის იმპორტის შემთხვევაში მარჟები რჩება მაღალი. ის მარჟები, რაც ფიქსირდებოდა აპრილ-მარტში, რაც ფიქსირდებოდა ივნის-ივლისში, პრაქტიკულად ნოემბერ-დეკემბერშიც არის შენარჩუნებული, მიუხედავად იმისა, რომ შემცირებულია იმპორტის ღირებულება და ფასწარმოქმნის შემადგენელი სხვა ფაქტორები, რომლებიც საბოლოო ფასს განაპირობებს. ამ პარამეტრებს თუ შევხედავთ და შევადარებთ მსხვილ ქსელში ტაბლოს ფასებს, ამ შემთხვევაში მარჟების ფასები მაინც რჩება დაახლოებით 80 თეთრის არეალში, განსაკუთრებით ეს ეხება რუსეთიდან საწვავის იმპორტის შემთხვევას.

თებერვალში პირველადი შედეგები გვექნება წარმოდგენილი, ეკონომიკური ანალიზი ამ მიმართულებით დასრულებულია, მიმდინარეობს სამართლებრივი შეფასების პროცესი და ბუნებრივია, მოკვლევის დასრულების შემდეგ, წარმოდგენილი გვექნება ბევრად დეტალური ინფორმაცია, 2022 წელს მსხვილი რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე არაკეთილსინდისიერ ქცევას, რამაც შესაძლოა, ბაზარზე ამ პერიოდში გამოიწვია კონკურენციის შეზღუდვა და საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ქვეყნიდან იმპორტის თვითღირებულება მცირდება, რა განაპირობებს ასეთი მაღალი ფასნამატების შენარჩუნებას. ეს არის, რაც უნდა გავარკვიოთ ამ მოკვლევის ფარგლებში და დასრულების შემდეგ დეტალური სურათი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ საცალო ფასები 1-1.2 ლარით არის შემცირებული, მარჟები იგივე რჩება“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა