Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

თურქეთში საქართველოს ექვსი მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს

ნახვები: 626 თურქეთში საქართველოს ექვსი მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს ექვსი მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ გიორგი ჯანჯღავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ჯანჯღავამ აღნიშნა, ქვეყანაში ვითარება საათობრივად იცვლება. 

„ყველა რეგიონში შევქმენით შტაბი. კოორდინაციაში ვართ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. მუდმივ კოორდინაციაში ვართ ასევე ჩვენს მაშველებთან, რომლებიც ქალაქ ადიამანში იმყოფებიან. საქმე იმაშია, რომ საათობრივად იცვლება ვითარება. ჩვენ შემოგვდის ძალიან ბევრი ზარი. 1 000-ზე მეტი ზარი შემოვიდა ცოტა ხნის წინ. პირველივე წუთიდან 100 მოქალაქე გვყავდა დაკარგული. თითქმის ყველა იყო მოძიებული. პრობლემური იყო მათგან 20. დღეს დილისთვის ყველა ვნახეთ, მაგრამ დილიდან ინფორმაცია ისევ შეიცვალა და რვა მოქალაქის დადგენა იყო საჭირო. სწორედ დღის განმავლობაში შევძელით, მოგვეძია რვა მოქალაქიდან ხუთი. ჩვენი ინფორმაციით, სამი მოქალაქე რჩება ნანგრევებში. ერთი საათის წინ, დაემატათ სამი და სულ ექვსი მოქალაქის მოძიების პროცესი გრძელდება“, – აღნიშნა გიორგი ჯანჯღავამ.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი 7,7 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ 240-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 549-მდე გაიზარდა, დაშავებულია 21 103 ადამიანი. გავრცელებული ცნობით, მიწისძვრებმა თურქეთში  5 775-ზე მეტი შენობა გაანადგურა. ამ ეტაპზე თავშესაფარშია გადაყვანილი 380 500-მდე დაზარალებული.

მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში. ბოლო მონაცემებით, სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 600-ს აღემატება. მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტი, 1 500-მდე ადამიანი ალეპოს, ლატაკიის, ჰამას, იდლიბისა და ტარტუსის პროვინციებში დაშავდა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა