აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსეთისა და “ქართული ოცნების” დროშები დაწვეს
შარლ მიშელი - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს
ევროკავშირის ელჩი - გაიწვიეთ ეს კანონი - ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან, უნდა დავაჩქაროთ მუშაობა რეფორმებზე და გადავჭრათ კანონპროექტის საკითხი
მაიკლ როთი - არასწორი იქნება შეკავებასა და ჩუმ დიპლომატიას დავეყრდნოთ, წლების განმავლობაში ვცდილობდით ამას და მარცხი განვიცადეთ
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო ქარიშხლიდან გზას აჩენს - საქართველოს შეუძლია ეს კანონი უარყოს და ევროპა აირჩიოს
პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
კურტ ვოლკერი - კურსის ცვლილების გარეშე, საქართველო ისევ რუსეთის იმპერიის პროვინცია გახდება
4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება

როიტერი“ - „კრედიტ სუისმა“ 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, ყველაზე დიდი წლიური დანაკარგის შესახებ განაცხადა

02.09.2023 | 22:26 ნახვები: 383

შვეიცარიულმა ბანკმა, „კრედიტ სუისმა“ 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, ყველაზე დიდი წლიური დანაკარგის შესახებ განაცხადა და მიმდინარე წელს კიდევ „არსებით“ დანაკარგს ელოდება.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, მას შემდეგ, რაც ბანკი სკანდალების სერიამ შეძრა, ფინანსურმა ორგანიზაციამ გასული წლის მეოთხე კვარტალში კლიენტებისა და 110 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკზე (120 მილიარდი დოლარი) მეტი თანხის გადინება განიცადა.

მედიის ცნობით, „კრედიტ სუისის“ ანგარიშის თანახმად, კაპიტალის მართვისა და საინვესტიციო განყოფილება სავარაუდოდ დანაკარგს განიცდის 2023 წლის პირველ კვარტალშიც, თუმცა ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მდგომარეობა უმჯობესდება.

„როიტერის“ ინფორმაციით, საფონდო ბირჟების გახსნისას, ბანკის აქციების ღირებულება დილით ხუთი პროცენტით დაეცა.

„კრედიტ სუისის“ ოპერაციული მაჩვენებლები მოსალოდნელზე გაცილებით უარესი აღმოჩნდა, ხოლო თანხების გადინების დონე შემაშფოთებელია. ვინაიდან მძიმე დანაკარგები 2023 წელსაც გაგრძელდება, ჩვენ ველოდებით რეიტინგის კლების მორიგ ტალღას და ვერ ვხედავთ აქციების ფლობის მიზეზს“, – განაცხადა საინვესტიციო კომპანიის Keefe, Bruyette & Woods-ის ანალიტიკოსმა თომას ჰალეტმა.

„როიტერი“ წერს, რომ შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკმა 2022 წლის მეოთხე კვარტალში 1,39 მილიარდი ფრანკის სუფთა ზარალი ნახა, საერთო ჯამში, 2022 წელს სუფთა ზარალმა 7,29 მილიარდი ფრანკი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბანკი ზედიზედ მეორე წელია, ზარალშია.

„ჩვენ გვაქვს ახალი „კრედიტ სუისის“ შექმნის მკაფიო გეგმა და ვაპირებთ, სამწლიანი სტრატეგიული ტრანსფორმაცია გავაგრძელოთ“, – განაცხადა ბანკის გენერალურმა დირექტორმა ულრიხ კერნერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა