საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

რომის პაპი - ქართველი ხალხი ახერხებდა, წინააღმდეგობა გაეწია სირთულეებისთვის, რაც კულტურისა და რწმენის დამსახურებაა

ნახვები: 475 რომის პაპი - ქართველი ხალხი ახერხებდა, წინააღმდეგობა გაეწია სირთულეებისთვის, რაც კულტურისა და რწმენის დამსახურებაა

რომის პაპმა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა და მოუწოდა, გამოიყენონ განათლება და რწმენა, რათა ებრძოლონ სიბნელეს, გულგრილობას და სიძულვილს. ამის შესახებ ინფორმაციას „ვატიკან ნიუსი“ ავრცელებს.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, რომის პაპმა ფრანცისკემ საქართველოდან ვატიკანში ჩასული დელეგაციის წევრებისადმი სიტყვით მიმართვისას ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების განათლების მნიშვნელობაზე.

„განათლება ეხმარება ახალგაზრდა თაობას ზრდაში და ყველაზე ნაყოფიერი ფესვების გაზრდაში“, – განაცხადა ფრანცისკემ.

პონტიფიკოსმა ასევე ისაუბრა საქართველოს შესახებ და განაცხადა, რომ ეს ახალგაზრდა სახელმწიფოა, რომელსაც უძველესი ისტორია აქვს.

„თავის სიტყვაში ფრანცისკემ ასევე ყურადღება გაამახვილა ქართულ სიტყვა „განათლებაზე“, რომელიც პონტიფიკოსის თქმით, მომდინარეობს სიტყვიდან „ნათელი“. რომის პაპის თქმით, განათლებას შეუძლია, შეცვალოს ყველაფერი, ისევე როგორც სინათლეს ბნელ ოთახში შეუძლია, ნათელი მოჰფინოს ყველა საგანს.

„საქართველოს ისტორია ასევე აღსავსეა სიბნელიდან სინათლეში გადასვლის მაგალითებით, როდესაც ქვეყანა ახერხებდა სინათლეში ყოფნას მძიმე დროს, რაც დაკავშირებული იყო უცხოელ დამპყრობლებთან, ქართველი ხალხი ახერხებდა, წინააღმდეგობა გაეწია ამ სირთულეებისთვის და ეს კულტურისა და რწმენის დამსახურებაა. ქართველები, ახალგაზრდებით დაწყებული, იმსახურებენ უფრო ფართო შესაძლებლობებს. ამასთან, ტიპური ქართული ჰუმანიზმი, მისი უნიკალური სილამაზით იმსახურებს, რომ ის დააფასონ სხვა ადგილებშიც, ხოლო ქართული ხელოვნება, მუსიკა და სხვა გამომსახველობითი ფორმები, კიდევ უფრო გამდიდრდებოდა სხვა კულტურებთან პატივისცემით განმსჭვალული ურთიერთობის შედეგად. მაგალითის სახით, აქაც სინათლეს მოვიშველიებ, რომელიც იმისთვის კი არ არსებობს, რომ თვითონ გამოჩნდეს, არამედ იმისთვის, რომ სხვას გაუნათოს ირგვლივ და მის იქით არსებული სივრცე. ასეა კულტურაც, რომელიც ახალ ჰორიზონტებს ხსნის და საზღვრებს აფართოებს“, – განაცხადა რომის პაპმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა