კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე სამადაშვილი - დღეს ევროპარლამენტში უნდა მსჯელობდნენ, როგორ დაუჭირონ მხარი ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, ამის ნაცვლად მსჯელობა უწევთ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენაზე

ნახვები: 544 სალომე სამადაშვილი - დღეს ევროპარლამენტში უნდა მსჯელობდნენ, როგორ დაუჭირონ მხარი ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, ამის ნაცვლად მსჯელობა უწევთ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენაზე

ევროპარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის „ქართული ოცნების“ პარტნიორი პარტია „სოციალისტური პარტია“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს სამკურნალოდ საზღვარგარეთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის მდგომარეობა სცდება ერთ კერძო პრობლემას და გამოწვევას უქმნის  ქვეყნის ევროპულ მომავალს.

„დღეს ევროპარლამენტში უნდა მსჯელობდნენ იმაზე, როგორ დაუჭირონ მხარი ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, ამის ნაცვლად კი მსჯელობა უწევთ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენაზე. არ ვიცი, საბოლოოდ გავა თუ არა შესწორება ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნის თაობაზე, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ ევროპარლამენტი საგანგებო რეჟიმში იღებს რეზოლუციას, ნათელი გზავნილია ქართველი ხალხისთვისაც და საქართველოს ხელისუფლებისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს, სააკაშვილის პრობლემის გადაჭრა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა