U.S. aid bill for Ukraine foresees development of long-term aid strategy
ლევან ბეჟაშვილი - არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც დღეს ქართველ ახალგაზრდებს
ბიძინა ივანიშვილის ნებაზე არ დადის სამყარო და თავისუფლებაში დაბადებული ახალგაზრდობა
EU leaders call on European Council to urgently provide air defense to Ukraine
Zelensky: Occupiers must lose, and each of their losses is Ukraine's strength
ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაამტკიცოს უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტი
Грузини проти драконівського закону про іноземні впливи
Reuters - „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ბედი ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, საქართველო დასავლეთთან ინტეგრაციის გზით სვლას აპირებს, თუ რუსეთთან დაახლოებას

ქართული პოლიტიკა - ბოიკოტიდან ბოიკოტამდე

02.15.2023 | 13:05 ნახვები: 579

საქართველოში უყვართ ბოიკოტები. აზრიანი და უაზროც - მეტწილად მაინც უაზრო.
ბოიკოტი ითვლება პოლიტიკაში პრინციპულობის და ხასიათის გამოვლენის ერთ-ერთ უტყუარ საშუალებად - „დანაშაულებრივ რეჟიმს ვემიჯნებით, და მასთან ყოველგვარ თანამშრომლობას ვწყვეტთ“.

ქართული ბოიკოტების ისტორია იმდენივე წლისაა, რამდენიც დამოუკიდებელი საქართველო. ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდე შორეულ 1990 წელს, როდესაც ზვიად გამსახურდიამ და „მრგვალმა მაგიდამ“ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს - მაშინ ეროვნული მოძრაობის სხვა პარტიებმა განაცხადეს, რომ არ აღიარებენ საბჭოურ არჩევნებს და ბოიკოტს აცხადებდნენ.

ამის სანაცვლოდ შეიქმნა სრულიად გაურკვეველი, უფუნქციო და ჭრელი „ეროვნული კონგრესი“. რა უნდა გაეკეთებინა ამ აბსტრაქტულ გაერთიანებას - არავინ იცოდა, მათ შორის მისმა დამაარსებლებმაც. საბოლოოდ კი კონგრესი, როგორც მოსალოდნელი იყო, გრანდიოზულ სალაყბოდ გადაიქცა.

ამის შემდეგ უამრავი სხვა ბოიკოტი იყო, თუმცა, არც ერთს არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.

დღეს ქართული პოლიტიკა ისევ არჩევანის წინაშე დგას - გამოუცხადოს თუ არა ოპოზიციამ ბოიკოტი პარლამენტს? თავად ეს კამათი ნათლად მეტყველებს ქართული პოლიტიკის ინფანტილიზმზე - 1 წელიწადში დღევანდელი პარლამენტი საერთოდ წყვეტს მუშაობას და ბევრმა ჯერ კიდევ ვერ გაარკვია - დავრჩეთ თუ არა? როგორც ჩანს, იმ მომენტში, როდესაც შესაბამისი გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებულ იქნება - ამ პარლამენტს ვადაც გაუვა.

რა აზრი აქვს პარლამენტის ბოიკოტირებას? რა მოტივაცია ამოძრავებს იმათ, ვინც მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი სასურველ შედეგს გამოიღებს?

პირველ რიგში ბოიკოტის მომხრეები თვლიან, რომ ამ გზით შესაძლებელი იქნება ქვეყანაში პოლიტიკურო კრიზისის გამოწვევა. ლოგიკა მარტივია, რომ არ ვთქვათ პრიმიტიული - „პარლამენტში ოპოზიცია რომ არ იქნება - ეს ნიშნავს პოლიტიკურ კრიზისს, შესაბამისად, პარლამნენტი დაიშლება და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები“.

თუმცა, ეს სრულიად არარეალისტური მოლოდინია - არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ იქნება.

პოლიტიკური კრიზისია - როდესაც მმართველ პარტიას აქვს 48%, და სხვა პარტიებთან კოალიციის გარეშე ის ვერ ფუნქციონირებს. მაშინ, როდესაც ხელისუფლებას აქვს პარლამენტში თუნდაც 51% - არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ იქნება. ოპოზიციით თუ ოპოზიციის გარეშე - ქოცები მშვიდად განაგრძობენ ქვეყნის მართვას.

„როგორ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად პარლამენტი, სადაც არ არის ოპოზიცია?“ - ღაღადებენ „ბოიკოტისტები“ და აქაც ცდებიან.

არალეგიტიმური იქნებოდა პარლამენტი, სადაც ოპოზიციას ეკუთვნის ადგილების გარკვეული რაოდენობა, მაგრამ ხელისუფლება მათ არ უშვებს.

როდესაც ოპოზიციას პარლამენტში მუშაობის უფლებაც და სურვილიც აქვს, მაგრამ ხელისუფლება ამაში ხელს უშლის - საკანონმდებლო ორგანო ნამდვილად კარგავს ლეგიტიმურობას.

აი როდესაც პირიქითაა - ანუ, ხელისუფლება ეპატიჟება ოპოზიციას პარლამენტში და ის თავისი ნებით არ შედის - ეს უკვე არა პოლიტიკური კრიზისია, არამდე არჩევანის თავისუფლება. თქვენ არ შედიხართ პარლამენტში არა იმიტომ, რომ ხელისუფლება გიშლით ხელს, არამედ იმიტომ რომ თავად გადაწყვიტეთ, ეს კი სულ სხვა საქმეა.

პარლამენტის ბოიკოტირებას აქვს გარკვეული, თუნდაც მინიმალური აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ოპოზიცია იმდენად ძლიერია, რომ ერთ დაძახებაზე კუდზე კაცის გამოყვანას ახერხებს. მაშინ, როდესაც ქუჩა თქვენი არაა, საპარლამენტო საქმიანობაზე კი უარს ამბობთ - საერთოდ რას აპირებთ? რა გეგმები გაქვთ?

გასაგებია, რომ დღეს პარლამენტში ყოფნას დიდი აზრი არა აქვს - ქოცურ უმრავლესობაში ოპოზიციას ბევრი არაფრის შეცვლა არ შეუძლია, თუმცა. ეს არ არის 100%-ანი მოცემულობა. მაგალითად, დღეს ოპოზიციას შეუძლია აიძულოს ხელისუფლება შეიტანოს ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში და პირველ რიგში დაწიოს საარჩევნო ბარიერი.

ამის გარეშე ქართული ოცნება იგებს 2024 წლის არჩევნებს და ამის თავიდან ასარიდებლად საჭიროა არა 500-500 აქტივისტით ქუჩა-ქუჩა სირბილი, არამედ სწორედაც პარლამენტში ყოფნა. „ქართულ ოცნებას“ ამ შესწორებების მიღება ვალდებულებად აქვთ აღებული ევროპელების წინაშე და თუ იქნა ერთსულოვნება ოპოზიციის მხრიდან - იძულებული იქნება მიიღოს.

მაგრამ სანამ ოპოზიცია პარალელურ სამყაროშია გაჭედილი - თავისი ნებით ოცნება ამ შესწორებებს არ მიიღებს - გიჟი ხომ არაა, თავისივე ინიციატივით მიიღოს კანონი, რომელიც მასვე გაურთულებს საქმეს?

არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რომელიც მოითხოვს ოპოზიციის ყოფნას პარლამენტში - ესაა ამ გადაწყვეტილების დადებითი მხარე. აი, ბოიკოტს კი არც ერთი ასეთი უპირატესობა არ გააჩნია - პარტიები, რომლებიც პარლამენტს გარეთ დარჩენას ამჯობინებენ - ვერ გარეთ იზამენ ვერაფერს და ვერც შიგნით.

დღეს ჩვენ გვაქვს შედარებით ახალი მოცემულობა - მთავარი ოპოზიციური პარტია გეგმაზომიერად ინადგურებს თავს - მთელი აქცენტის მიშაზე გადატანით და ლიდერად დაუფარავი ინტელექტუალური რესურსის მქონე პერსონის არჩევით.

ამდენად, დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც გარკვეული ინტელექტუალური, ფინანსური და ორგანიზაციული რესურსები გააჩნიათ, დღეს აქვთ შანსი გაიუმჯობესონ თავიანთი პოზიციები და ეს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა - დღევანდელი ნაცმოძრაობის იმედით ქოცობა შეგვრჩება ხელისუფლებაში კიდევ 2028 წლამდე.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ინფო9

ყველას ნახვა
ყველას ნახვა