საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

იენს სტოლტენბერგი - პუტინი არ მიანიშნებს, რომ მშვიდობისთვის ემზადება - უნდა გაიგოს, მას არ შეუძლია გაიმარჯვოს

ნახვები: 478 იენს სტოლტენბერგი - პუტინი არ მიანიშნებს, რომ მშვიდობისთვის ემზადება - უნდა გაიგოს, მას არ შეუძლია გაიმარჯვოს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინაში ომს ვერ მოიგებს.

 

აღნიშნული განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა ბრიუსელში, პოლონეთი პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

"[უკრაინაში] მისი სასტიკი შეჭრიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, პრეზიდენტი პუტინი არ მიანიშნებს, რომ ის მშვიდობისთვის ემზადება. პირიქით, ის ახალ შეტევებს იწყებს და მიზანში იღებს მშვიდობიან მოსახლეობას, ქალაქებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

ნატო-ს გენმდივნის თქმით, პუტინმა უნდა გაიგოს, რომ მას არ შეუძლია გაიმარჯვოს და ამისათვის ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უნდა გააგრძელოს უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის სწრაფად მიწოდება, რომელიც ოფიციალურ კიევს ტერიტორიის დასაბრუნებლად და საკუთარი სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად სჭირდება.

 

სტოლტენბერგის განცხადებითვე, „თაობაში უდიდეს უსაფრთხოების კრიზისის“ ფონზე, ნატო შემდგომ ნაბიჯებს დგამს თავდაცვის გასაძლიერებლად.

 

„ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ყოფნას და მზადყოფნას შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე, მათ შორის პოლონეთში“, - დასძინა სტოლტენბერგმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა