კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

"ეს გახლავთ შარშან, თებერვალში მიღებული მკვლელობის მუქარა- თეა წულუკიანი

ნახვები: 572 "ეს გახლავთ შარშან, თებერვალში მიღებული მკვლელობის მუქარა- თეა წულუკიანი

სოციალურ ქსელში თეა წულუკიანზე მუქარის შემცველი სტატუსის გამო ქეთევან გაბიანს სასამართლომ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა - ამის შესახებ თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში თავად წერს.

"ეს გახლავთ შარშან, თებერვალში მიღებული მკვლელობის მუქარა, რომელიც ავტორმა მოგვიანებით წაშალა.

მოცემული არსება, ვინმე ქეთევან გაბიანი (აწ უკვე ხაბიანი), რომელიც სასამართლო დარბაზში ვნახე პირველად, დღეს გამოცხადებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის თანახმად: ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.დღეიდან იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა და არა - ნაცური კეთილშობილების დედამიწაზე დამკვიდრებისათვის მებრძოლი ენჯეო-ამორძალი. ეს მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტია!მადლობას ვუხდი ჩემს ადვოკატს, ბატონ მალხაზ სალაყაიას!" - წერს თეა წულუკიანი.

შეგახსენებთ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი ქეთა გა­ბი­ა­ნი, რო­მელ­მაც ერთი წლის წინ სა­კუ­თარ პოს­ტში თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნია, სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და და­ე­კის­რა ფუ­ლა­დი ჯა­რი­მა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა