კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნედ პრაისი: კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

ნახვები: 457 ნედ პრაისი: კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტს გამოეხმაურა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლის თანახმადაც, უნდა შეიქმნას უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი.
 
„გვაქვს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტზე და ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ჩვენ ეს წუხილები გავუზიარეთ საქართველოს მთავრობას.
შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA) აშკარად მცდარია. მეტიც, ეს კანონპროექტი ჩანს, რომ ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას [და არა FARA-ს ან რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას]." - ნედ პრაისი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი.
"We are aware of the draft legislation in Georgian parliament and are deeply concerned about its implications for freedom of speech and democracy in Georgia. We have expressed these concerns [directly] to [our interlocutors in] the Government of Georgia.
The proposed law would stigmatize and silence independent voices of citizens of Georgia who are dedicated to building a better future for their communities. We believe such a law could potentially undermine Georgia’s Euro-Atlantic integration.
Statements that this legislation is based on the Foreign Agents Registration Act (FARA) in the United States are patently false. In fact, this draft legislation appears to be based on similar Russian and Hungarian legislation [not on FARA or any other American legislation]." - Ned Price, State Department Spokesperson.
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა