კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალეკო ელისაშვილი - ორჯერ უმაღლესი მთავარსარდალი კამო პეტროსიანივით არ უნდა იპარებოდეს თავის ქვეყანაში

ნახვები: 471 ალეკო ელისაშვილი - ორჯერ უმაღლესი მთავარსარდალი კამო პეტროსიანივით არ უნდა იპარებოდეს თავის ქვეყანაში

ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია არის აბსოლუტურად დამსახურებული, კარგი ღონიერი სილა და ალიყური „ქართული ოცნებისთვის“, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური ძალისხმევის კრახია.

„ხელისუფლება თუ ტენდენციას დააკვირდება, ნახავს, რომ ევროპარლამენტარების რაოდენობა სესიიდან-სესიამდე იზრდება და ეს იმის დამსახურებაა, რომ კალაძე, კობახიძე და სხვები ისე ლაზღანდარობენ ევროპარლამენტზე, ევროპელ ჩინოვნიკებზე, რომ ეს არის ამ ყველაფრის დამსახურება. ეს რეზოლუცია არის კრახი „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური ძალისხმევის, თუმცა ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის საკითხები, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები. პირველია ის, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ვენდეტა სააკაშვილის წინააღმდეგ. თუ რეალობას შევხედავთ, აქ სააკაშვილი ძალით არავის ჩამოუყვანია. სააკაშვილი ძალიან უშნოდ და მიუღებლად შემოვიდა საქართველოში. ორჯერ ყოფილი პრეზიდენტი და ორჯერ უმაღლესი მთავარსარდალი ასე კამო პეტროსიანივით არ უნდა იპარებოდეს თავის ქვეყანაში“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ძალით არავის შემოუყვანია.

„სააკაშვილმა ინტერვიუში თავად თქვა, საქართველოში ჩამომიტყუეს რუსეთის უშიშროებამო. ის ქვეყანაში ძალით არავის შემოუყვანია, მან დაუშვა ძალიან ღრმა პოლიტიკური შეცდომა. „ქართულ ოცნებას“ ჯანდაბამდე გზა ჰქონია, მის მომავალზე კი არ ვდარობ, მაგრამ როცა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხის მიბმა ხდება საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი. მიმაჩნია, რომ ეს არის ღრმა შეცდომა, რადგან თუ რეალობას გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ მსგავსი რეზოლუციები რაც უფრო კატეგორიული იქნება, მით უფრო გაჯიქდება ივანიშვილი და არ შეასრულებს. ამით კი, დავზარალდებით ჩვენ. ამ შემთხვევაში არც სააკაშვილი და არც ივანიშვილი მადარდებს, მადარდებს ის, რომ აქედან იქნება უფრო მეტი გაჯიქება და ერთადერთი ქვეყანა, ვისთანაც დაახლოების პერსპექტივა გვექნება, ეს დაქცეული რუსეთი იქნება. ეს სულაც არ მახარებს და არ მინაჩნია, რომ ევროკავშირის მხრიდან ეს სწორია“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა