კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დავით არახამია - სასამართლო სისტემა არ აძლევს სააკაშვილს უფლებას, იმკურნალოს უცხოელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ

ნახვები: 494 დავით არახამია - სასამართლო სისტემა არ აძლევს სააკაშვილს უფლებას, იმკურნალოს უცხოელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ

ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, იქნება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, საქართველოს ხელისუფლება თუ არ აღიარებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, იქნება დასტური, რომ პრორუსული კურსი არჩია, – ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ სააკაშვილის თაობაზე, ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

არახამიას თქმით, „ხედავენ ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის და მისი სიცოცხლის ხელყოფის კონკრეტულ მცდელობას“.

„ვიმყოფებით ევროპარლამენტში, სადაც სააკაშვილის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს. იცით, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში აღმაშფოთებელ ფაქტებს ჩადის და არ აძლევს ყოფილ პრეზიდენტს უფლებას, წავიდეს და იმკურნალოს უცხოელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ეს ყველა საერთაშორისო, ჰუმანიტარული და მორალური ნორმის დარღვევაა. ამიტომ იძულებული ვართ, ვიმუშაოთ ევროპარლამენტარებთან ერთად. უკრაინის პარლამენტმაც მიიღო მსგავსი რეზოლუცია, ასევე პოლონეთის სეიმმა და დღეს უკვე ევროპარლამენტმა. ამის შემდეგ იქნება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო. თუ საქართველოს ხელისუფლება არ აღიარებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეს უკვე იქნება დასტური, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პრორუსული კურსი და რუსეთის კოლონიად ყოფნა აარჩია. იმედია, ეს არ მოხდება, ეს მიმართვა კი, დაეხმარება სააკაშვილს, წავიდეს სამკურნალოდ და არ დაკავდეს პოლიტიკით, როგორც ამით დღეს სპუკულირებას ცდილობენ. მან უნდა იცოცხლოს, ჩვენ კი ვხედავთ ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის და მისი სიცოცხლის ხელყოფის ძალიან კონკრეტულ მცდელობას“, – განაცხადა დავით არახამიამ „მთავარი არხის“ ეთერში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა