ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნულანდი: ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტები უკრაინისთვის ლეგიტიმური სამიზნეა, მხარს ვუჭერთ

ნახვები: 463 ნულანდი: ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტები უკრაინისთვის ლეგიტიმური სამიზნეა, მხარს ვუჭერთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის თქმით, აშშ მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ობიექტები უკრაინისთვის ლეგიტიმური სამიზნეა და აშშ უკრაინას ამ თავდასხმებში მხარს უჭერს.

უკრაინის ომის ესკალაციის საფრთხეების შესახებ კითხვაზე პასუხად ნულანმა განაცხადა, რომ რუსეთს ყირიმში ის სამხედრო განლაგებები აქვს, რაც კონფლიქტში გადამწყვეტია.

მისი თქმით, უკრაინა ყირიმის დემილიტარიზაციის გარეშე უსაფრთხოდ ვერ იქნება.

„ეს ლეგიტიმური სამიზნეებია, უკრაინა მათ ურტყამს და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ...

მიუხედავად იმისა, რას გადაწყვეტენ უკრაინელები ყირიმზე, იმ კუთხით, სად გადაწყვეტენ ბრძოლას და ა.შ, უკრაინა არ იქნება უსაფრთხოდ სანამ ყირიმის, სულ მცირე, დემილიტარიზაცია არ მოხდება“ - განაცხადა ნულანდმა.

პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ აშშ უკრაინის ომის "დამატებითი ესკალაციის" წახალისებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, აშშ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება, რადგან ვაშინგტონი "რუსეთის დამარცხებაზე ოცნებობს".

„ახლა ამერიკელი ომის წამქეზებლები კიდევ უფრო შორს წავიდნენ: ისინი კიევის რეჟიმს ახალისებენ, რომ ომის მეტად ესკალაცია მოხდეს.

ისინი უდიდესი რაოდენობით აწვდიან იარაღს, უზრუნველყოფენ დაზვერვას და პირდაპირ მონაწილეობენ საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვაში“ - განაცხადა ზახაროვამ.

 

 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა