ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მარინა ეზუგბაია - მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რომ უსაფრთხო გახდეს ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის

ნახვები: 341 მარინა ეზუგბაია - მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რომ უსაფრთხო გახდეს ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის

მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რომ უსაფრთხო გახდეს ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, აუცილებელია, ვაქცინაცია უფრო გააქტიურდეს.

„მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ვაქცინაცია უფრო გააქტიურდეს და ვაქცინაცია უშიშრად ჩაიტარონ, რადგან არ არსებობს ისეთი გართულებები, რომელიც საშიშია მოქალაქისთვის. სხვადახხვა ქვეყნებში კვლევებია ჩატარებული, რომ დელტა შტამი, რომელიც უფრო გადამდებია და მძიმე დაავადებას იწვევს, აღმოჩნდა, რომ ინფიცირების 95 პროცენტზე მეტი არის არავაქცინირებულებში და ლეტალობა 99,8 პროცენტი არის არავაქცინირებულ პირებში. ვაქცინირებულ ადამიანებში დაავადება მიდის მსუბუქად და მათთან ლეტალობა არ დაფიქისრებულა. ეს არის ამოსავალი წერტილი და მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რომ უსაფრთხო გახდეს ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიამ ორსულების ვაქცინაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, „ფაიზერის" ვაქცინა უსაფრთხოა ორსულებისთვის.

„ორსული და მეძუძური ქალების აცრასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ყველგან ერთმნიშვნელოვანია, ასეთ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა უნდა შეაფასოს ექიმმა. თუ ამ პირების მდგომარეობა ისეთია, რომ შესაძლებელია მათთან ვაქცინაციის ჩატარება. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ისინი მიიღებენ ვაქცინას ყველანაირი გართულების გარეშე, ასეთ შემთხვევაში ნამდვილად უსაფრთხოა „ფაიზერით" ორსულებისა და მეძუძურების აქცია. „ფაიზერის" ინსტრუქციაში მითითებულია, რომ უსაფრთხოა ორსულებისთვის. ვაქცინაცია ყველა პირისთვის ის არის ნებაყოფლობითი", - განაცხადა ეზუგბაიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა