კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ნადირაძე - ის, რომ ქვეყანაში იყო მძიმე პრობლემები, ხარვეზები და გარკვეულ ადამიანებს ჰქონდათ გადაცდომა, ეს ვერანაირად ვერ იქნება კავშირში მიხეილ სააკაშვილთან

ნახვები: 744 ირაკლი ნადირაძე - ის, რომ ქვეყანაში იყო მძიმე პრობლემები, ხარვეზები და გარკვეულ ადამიანებს ჰქონდათ გადაცდომა, ეს ვერანაირად ვერ იქნება კავშირში მიხეილ სააკაშვილთან

ის, რომ ქვეყანაში იყო მძიმე პრობლემები, ხარვეზები, მათ შორის გარკვეულ ადამიანებს ჰქონდათ გადაცდომა, ეს ვერანაირად ვერ იქნება კავშირში მიხეილ სააკაშვილთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

ნადირაძის თქმით, სააკაშვილი არის პუტინის პირადი პატიმარი და რუსი ოლიგარქის ხელით ხდება მასზე პირადი ვენდეტა.

„მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ცდილობს, ევროპარლამენტის რეზოლუცია და სტრასბურგის გადაწყვეტილება ერთმანეთთან დააკავშიროს, ეს ასე არ არის და ვერ იქნება, რადგან დიახ, ქვეყანაში იყო გარკვეული ტიპის პრობლემები, მათ შორის მძიმე პრობლემები. იყო მთელი რიგი მძიმე გადაცდომები და დანაშაულებებიც, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე ბედუკაძე გმირად გამოგვიცხადა. იმის ნაცვლად, რომ ყოფილიყო ბრალდებულების სკამზე, განსასჯელის ადგილას, თავისუფლად გადააადგილდება და ღიად, დაუფარავად რუსეთუმე ძალებთან ერთად ლობირებს. ფაქტობრივად, რუსეთთან მიერთებას. ამიტომ ის, რომ იყო რაღაც ხარვეზები, მათ შორის დანაშაულებები და გარკვეულ ადამიანებს ჰქონდათ გადაცდომა, ეს არანაირად და ვერანაირად ვერ იქნება კავშირში მიხეილ სააკაშვილთან, რადგან მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი პატიმარი და რუსი ოლიგარქის ხელით ხდება მასზე პირადი ვენდეტა“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა