პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ნიკოლოზ რაჭველი გიორგი გიგაშვილზე: გილოცავთ მუსიკისა და საქართველოს მოყვარულებო, ჩვენ დიდი მუსიკოსი გვყავს!“

ნახვები: 562 ნიკოლოზ რაჭველი გიორგი გიგაშვილზე: გილოცავთ მუსიკისა და საქართველოს მოყვარულებო, ჩვენ დიდი მუსიკოსი გვყავს!“

კონსერვატორიაში პიანისტ გიორგი გიგაშვილის კონცერტი გაიმართა.

კონცერტს დაესწრო ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც სოციალურ ქსელში თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

როგორც მაესტრო აღნიშნავს, საქართველოს გიორგი გიგაშვილის სახით უდიდესი მუსიკოსი ჰყავს.

„უჰ, რა იყო ეს…

დღეს გიორგისთან მიმართებაში სიტყვა ნიჭიერი ჩაანაცვლა სიტყვა დიდმა! მერე რა, რომ ჯერ ასაკით ამ სიტყვისათვის ზედმეტად ახალგაზრდაა…

ჰოდა ასაკთან შესაბამისობაში მორგებული სიტყვების, ფრთხილი გამოთქმების და დიდაქტიკური თავშეკავების დრო ჩემთვის დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, ამიტომ გილოცავთ მუსიკისა და საქართველოს მოყვარულებო, ჩვენ დიდი მუსიკოსი გვყავს, რომელიც სულ იქნება დიდი, კიდევ უფრო დიდი, მერე უდიდესი და მერე ღრმა ასაკში ცოცხალი ლეგენდა…

მე კი ვიამაყებ, რომ ყველაზე მაგარ დროს გავიცანი, მალევე გახდა ჩემი საუკეთესო და უახლოესი მეგობარი და თან ამავე დროს სათაყვანებელი ხელოვანი!

 
 

უჰ, რა იყო ეს…

დღეს…

კონსერვატორიაში…

14.00-ზეც, 17.00-ზეც და 20.00-ზეც…

და კიდევ ერთი: სამივე “სეანსზე” იყო უზღვავი ოდენობის მსმენელი, ყველა თაობის, ყველა ჟანრის და ყველა “გაგების”, რომელნიც დიდმა

იოჰან სებასტიანმა, რობერტმა, ალექსანდრემ, ოლივიემ და მათი მუსიკისა და სულის უბადლო გამტარმა და წარმდგენმა ერთიანად აფრინა არაამქვეყნიურ, მისტიკურ ანუ ღვთიურ სამყაროში!

უჰ, რა იყო ეს…“ – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა