მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

მოსკოვს ჯერ კიდევ ახსოვს ნაპოლეონის ბედი და "საფრანგეთი მაკრონით არ დაწყებულა"- მარია ზახაროვა

ნახვები: 519 მოსკოვს ჯერ კიდევ ახსოვს ნაპოლეონის ბედი და "საფრანგეთი მაკრონით არ დაწყებულა"- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, მარია ზახაროვა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ევროპელმა ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინის ომში, საფრანგეთს რუსეთის დამარცხება სურს.

ზახაროვამ მაკრონი აღნიშნული კომენტარისთვის გაკიცხა და აღნიშნა, რომ მოსკოვს ჯერ კიდევ ახსოვს ნაპოლეონ ბონაპარტის ბედი.

“საფრანგეთი მაკრონით არ დაწყებულა და ნაპოლეონის ნაშთები, რომელსაც სახელმწიფო დონეზე პატივს მიაგებენ, პარიზის ცენტრშია დასვენებული“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა.

ამასთან, ზახაროვამ აღნიშნა, რომ ”ზოგადად, მაკრონი ფასდაუდებელია” და დასძინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებამ აჩვენა, რომ დასავლეთი ჩართულია რუსეთში რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებულ დისკუსიებში, მაშინ როცა მაკრონი რუსეთის ხელმძღვანელობასთან ცდილობს შეხვედრებს.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგულ გამოცემა Le Journal du Dimanche-ს განუცხადა, რომ “საფრანგეთს სურს, რომ რუსეთი დამარცხდეს უკრაინაში, მაგრამ არ სურს მისი განადგურება“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა