კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეა წულუკიანი - კონსტიტუცია ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნები იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ, ამას სხვაგვარად ამბობდა მიშელის დოკუმენტი, რომლიდანაც გამოვედით და ამ გადაწყვეტილებას მივესალმები

ნახვები: 444 თეა წულუკიანი - კონსტიტუცია ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნები იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ, ამას სხვაგვარად ამბობდა მიშელის დოკუმენტი, რომლიდანაც გამოვედით და ამ გადაწყვეტილებას მივესალმები

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტიდან ქართული ოცნების გამოსვლას მიესალმება.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ის, რომ 2024 წლამდე საქართველოს ვერ იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ეს წერია საქართველოს კონსტიტუციაში.

„მე ძალიან მიხარია, რომ „ქართული ოცნება“ და ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ რეჟიმს. კონსტიტუცია ამბობს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ. ამას სხვაგვარად ამბობდა შარლ მიშელის დოკუმენტი, რომლიდანაც ჩვენ გამოვედით და მე ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა