კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ასე დაიწყო რუსეთშიც, დაღს ასვამდნენ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომელთაც უცხოეთიდან ფინანსური მხარდაჭერა ჰქონდათ- ხათუნა სამნიძე

ნახვები: 527 ასე დაიწყო რუსეთშიც, დაღს ასვამდნენ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომელთაც უცხოეთიდან ფინანსური მხარდაჭერა ჰქონდათ- ხათუნა სამნიძე

„ქართული ოცნების“ არგუმენტები ძალიან ჰგავს და თითქმის იდენტურია იმის, რასაც 2012 წელს პუტინი ამბობდა, როცა ამ კანონის ინიცირება მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

„ეს არის პუტინის გზა და არავითარი კავშირი არ აქვს ამერიკულ კანონმდებლობასთან. „ქართულმა ოცნებამ“ ეს რომ არ იცოდეს, თავად იქნებოდა ინიციატორი, რომელმაც ცვლილებების მომზადება დაავალა „ხალხის ძალას“, ცხრიანს და ახლა აპირებს, რომ ქვეყანაში რეპრესიები დაიწყოს. ეს კანონი რუსეთში ნანახი რომ არ გვქონდეს, შეიძლება, ვიკამათოთ, მაგრამ ასე დაიწყო რუსეთშიც – დაღს ასვამდნენ იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომელთაც უცხოეთიდან ფინანსური მხარდაჭერა ჰქონდათ. ამის შემდეგ ამ ადამიანებზე თავდასხმები დაიწყო და აიძულებდნენ, ქვეყნიდან წასულიყვნენ. ევროპელი პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ამ ცვლილებების მიღება პირდაპირ ზურგის შექცევაა დასავლეთისთვის“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა