ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

შალვა ხაჭაპურიძე - დღეს ან ხვალ სააპელაციო სასამართლოში სარჩელს შევიტანთ

ნახვები: 467 შალვა ხაჭაპურიძე - დღეს ან ხვალ სააპელაციო სასამართლოში სარჩელს შევიტანთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ადვოკატები მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს ან ხვალ დილით გაასაჩივრებენ და საქმეს ვიდეო-კადრებს დაურთავენ, სადაც ექსპრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდებია ასახული.

 

როგორც ხაჭაპურიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ყოფილ პრეზიდენტს გონების კარგვის ეპიზოდები არ ახსოვს, რომელიც პენიტენციური სამსახურის მიერ გადმოცემულ ვიდეო-კადრებშია ასახული, ხოლო ეს ფაქტები კლინიკა „ვივამედის“ მედ-პერსონალს სამედიცინო ისტორიაში არ დაურთავთ.

 

„დღეს საღამოს ან ხვალ დილით სააპელაციო სასამართლოში სარჩელს შევიტანთ. ამ ეტაპზე ავადმყოფობის ახალ ისტორიას ვურთავთ, ვიდეო -კადრებს, რომელიც პენიტენციური სამსახურის მიერ გადმოგვეცა და გონების კარგვის ეპიზოდებია ასახული, რომელიც ადასტურებს, რომ პენიტენციური სამსახური ტყუოდა სასამართლო პროცესზე, როდესაც აცხადებდა, რომ გულყრის ეპიზოდები მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონია. წესით სასამართლოში შუამდგომლობა უნდა დადგეს, რომ მტკიცებულება ოფიციალურად საქმეს დაერთოს, ვგულისხმობ ვიდეო-კადრებს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

 

მისივე თქმით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსამართლის განჩინება ჯერჯერობით სრულად არ დაუკმაყოფილებია და ვიდეო-კადრების ნაწილი, სადაც მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ და ციხის საავადმყოფოში ყოფნაა ასახული, ადვოკატებისთვის არ გადაუციათ.

 

„პენიტენციურ სამსახურს ჯერჯერობით ვიდეო-კადრები სრულად არ გადმოუცია, არ აღსრულებულა თავიდან ბოლომდე მოსამართლის განჩინება, უზარმაზარი ნაწილი, ფაქტობრივად ერთი წლის მასალა ჯერჯერობით არ გადმოუციათ. სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილს გონების კარგვის ეპიზოდები არ ახსოვდა, მაგრამ იქ არის კადრები, როცა მედ-პერსონალი შედის და მათ ყველა ვარიანტში ავადმყოფობის ისტორიაში უნდა აესახათ, რაც არ გააკეთეს. ვნახოთ, მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენად მოგვცემს, იმის საშუალებას, რომ სააპელაციო სასამართლოში ამ მედ-პერსონალის გამოკითხვის შუამდგომლობა დავაყენოთ. ძალიან დიდი მონაცემებია და რთულად სათქმელია ამის დრო რამდენად გვექნება. მე მინდა ვთქვა, რომ გამორიცხული არ არის, ეს ადამიანი რამდენიმე დღეში გარდაიცვალოს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა