კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ლელოს“ ლიდერები უკრაინაში გაემგზავრნენ

ნახვები: 511 „ლელოს“ ლიდერები უკრაინაში გაემგზავრნენ

პარტია „ლელოს“ ლიდერები უკრაინაში გაემგზავრნენ. უკრაინული მხარის მოწვევით, 24 თებერვალს პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი და საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების 1 წლისთავისადმი მიძღვნილ, რადას საგანგებო სხდომას დაესწრებიან.

3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება რადაში, უკრაინის მმართველი პარტიისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან.
 
“ლელოს” დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ როგორც უკრაინის, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებთან.
როგორც პარტიის გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, ვიზიტის ფარგლებში, კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ, რომ ქართველი ხალხი უკრაინის გვერდითაა.

მისივე განცხადებით, „ლელოს“ ლიდერები უკრაინული პოლიტიკური პარტიების და კიევის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

„მივემგზავრებით კიევში, რომ რუსული აგრესიის 1 წლის თავზე, ჩვენი სრული თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც თავისი და ჩვენი თავისუფლებისთვის თავგანწირულად იბრძვიან.

უმაღლესი რადას მიერ 24 თებერვალს ორგანიზებული შეხვედრები კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იქნება ჩვენი სრული მხარდაჭერის დასადასტურებლად.

ასევე, გვექნება შეხვედრები უკრაინულ პოლიტიკურ პარტიებთან და კიევის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან.

უკრაინელ მეგობრებთან ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ მათ მაქსიმალურად.

ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ ქართველი ხალხი, თავისუფლებისთვის ბრძოლაში, უკრაინის გვერდითაა,“ - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა