თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პროკურატურამ გამოძალვის, ძალადობის, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

ნახვები: 471 პროკურატურამ გამოძალვის, ძალადობის, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის, ძალადობისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა. ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს გამოვლენილი დანაშაულის ფარგლებში, ბრალდება კიდევ ერთ პირს - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის დასაწყისში, ბრალდებულები დაზარალებულს ძალადობის გამოყენების მუქარით ფულადი თანხის გადახდას სთხოვდნენ. 9 თებერვალს დანაშაულში მონაწილე პირებმა ეს უკანასკნელი ჩასვეს ერთ-ერთი ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, რა დროსაც სცემეს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.   

ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და 126-ე მუხლის პირველი (პრიმა) ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ერთ პირს - 376-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს გამოვლენილი დანაშაულის შედეგად, ბრალდება წარედგინა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირს საქართველოს სსკ-ის 273-ე (პრიმა) მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა