კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ზარქუა - მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაძლებლობის ფარგლებში წარმოადგინა კანდიდატები

ნახვები: 367 ირაკლი ზარქუა - მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაძლებლობის ფარგლებში წარმოადგინა კანდიდატები

მიხარია, ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობა" და შესაძლებლობის ფარგლებში წარმოადგინა თავისი კანდიდატები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მომავალშიც ეცდება, რომ ხალხის პრობლემები გადაჭრას.

„შეიძლება ითქვას, რომ მიხარია, ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობა" და შესაძლებლობის ფარგლებში წარმოადგინა თავისი კანდიდატები. ზოგ რაიონში „ნაციონალურ მოძრაობას" წარმოდგენილი ჰყავს კანდიდატები, რომლებიც ალბათ 15-20 პროცენტის ფარგლებში იბრძოლებენ. მაინც მგონია, ჩვენ, „ქართულ ოცნებას" გაგვიმართლა, რომ ფოთში მაგალითად, ვფიქრობ, წაგებას გადავურჩით, რადგან რამდენადაც გვქონდა ინფორმაცია, ქალბატონი ბოკუჩავა იყო იქ წარმოდგენილი, ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია გვქონდა, მაგრამ გადავრჩით „ქართული ოცნება".

მგონია, რომ ფოთს ისევ „ქართული ოცნება" მოიგებს, რადგან ბოკუჩავამ უარი თქვა, თუ უარი ათქმევინეს. ვეცდებით, რომ პრობლემები და გამოწვევები გადავჭრათ. ეს ძალუძს მხოლოდ მმართველ პარტიას, იმ გამოცდილებებით, შეხედულებებით, მიდგომებით, ღირებულებებით, იმ გუნდით და კომპეტენციით. დანარჩენი ვინ, სად, როგორ - მათი არჩევანია, გინდა ოჯახის წევრები და გინდა პარლამენტარები ამოგზაურონ რეგიონებში. პარლამენტშიც ხომ ნახეთ შემოსვლისას, როგორ დაფიქსირდა ერთობა და გასვლისასაც როგორ დაფიქსირდა. ნაწილი გავიდა, დატოვეს მანდატი და ზოგი დარჩა. ჩვენთვის მმართველი პარტიისთვის მნიშვნელოვანი და ამოსავალი არის, რომ იმ პრობლემებს გავუმკლავდეთ, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. დანარჩენი, ვინ წავა და წამოვა, მათი არჩევანია და ღმერთმა მშვიდობაში ეს არჩევანი", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა