ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციამ საზოგადოებას ვერაფერი შესთავაზა, ნაცვლად იმისა, რომ ახალი კანდიდატები მოეძებნა, დეპუტატები, ოჯახის წევრები დაასახელა

ნახვები: 399 გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციამ საზოგადოებას ვერაფერი შესთავაზა, ნაცვლად იმისა, რომ ახალი კანდიდატები მოეძებნა, დეპუტატები, ოჯახის წევრები დაასახელა

„ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების წარდგენა არის ლოგიკური დასასრული იმ პროცესისა, რომელსაც ისინი წარმართავდნენ მთელი ამ თვეების განმავლობაში, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო კამპანია მიმართული უნდა იყოს საზოგადოებასთან ურთიერთობაზე, მათ გამოწვევებზე.

„ჩვენ ვამბობდით, რომ აუცილებელი იყი ოპოზიციის დღის წესრიგი შეცვლილიყო, რადგან წინასაარჩევნო კამპანია უნდა იყოს მიმართული საზოგადოებასთან ურთიერთობაზე, მათ გამოწვევებზე და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, მათ აირჩიეს სხვა გზა, დესტრუქციის გზა და აქედან გამომდინარე, ვერ მოძებნეს კანდიდატები, გარდა საკუთარი ოჯახის წევრებისა და იმ ადამიანებისა, ვინც ისედაც იყვნენ ჩართული ამ დესტრუქციაში. ეს არის ოპოზიციის შეთავაზება საზოგადოების მიმართ.

სურათი არის ძალიან მარტივი, არჩევანი აქვს გასაკეთებელი საზოგადოებას კონსტრუქციასა და დესტრუქციას შორის, მშვიდობასა და სამხედრო კონფლიქტებს შორის, პროგრესსა და რეგრესს შორის, ქვეყნის ღირებულებების დაცვასა და მის უგულებელყოფას შორის. ეს გაგრძელდება იქამდე, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა" იქნება ოპოზიციაში მთავარი ოპოზიციური ძალა და საზოგადოება არ ჩაანაცვლებს „ნაციონალურ მოძრაობას" სხვა პოლიტიკური ძალებით. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი, როცა საზოგადოება მიხვდება, რომ აუცილებელია პოლიტიკური ოპონენტი ჰყავდეს ხელისუფლებას, რომელიც ჯანსაღად კრიტიკულად მიუდგება პროცესებს, გააკრიტიკებს ხელისუფლებას და ამის შემდგომ ეს პოლიტიკური ძალა მოვა ხელისუფლებაში, როცა საზოგადოება გადაწყვეტს. მანამდე ბუნებრივად ვერ მოხდება ვერანაირი კონკურენცია „ქართულ ოცნებასთან". ჩვენ ეს დავინახეთ, ამას ვხედავ.

დღეს საზოგადოებას ოპოზიციამ ვერაფერი შესთავაზა, გარდა იმისა, რომ წარსული გაახსენა. ნაცვლად იმისა, რომ ახალი კანდიდატები მოეძებნა, დეპუტატები, ოჯახის წევრები დაასახელა. ეს ნიშნავს, რომ ამოწურულია უკვე მათი რესურსი. ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ოპოზიციაში იყოს ჯანსაღი ძალები, რომელიც ჩვენ გაგვაკრიტიკებს ჯანსაღად და ბუნებრივია, ნებისმიერი ხელისუფლება ოდესმე მიდის ხელისუფლებისგან, მაგრამ მიდის იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ მასზე უკეთესი პოლიტიკური ძალა უკვე არსებობს, დღეს ეს ჩვენ არ გვაქვს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა