კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაველ ჰერჩინსკი - აშკარაა, რომ „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ფასეულობებსა და პრინციპებს

ნახვები: 536 პაველ ჰერჩინსკი - აშკარაა, რომ „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ფასეულობებსა და პრინციპებს

აშკარაა, რომ „უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ფასეულობებსა და პრინციპებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“ჩემმა ხელმძღვანელებმა ბრიუსელიდან უკვე გამოთქვეს თავიანთი პოზიციები. იქნა გამოყენებული ისეთი სიტყვები, როგორიცაა “შემაშფოთებელი”. რაც ჩემი მხრივ შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს ინიციატივა 12 პრიორიტეტიდან მინიმუმ ორთან არის შეუთავსებელი. ერთი პრიორიტეტი - მედიის თავისუფლების შესახებ, მეორე - სამოქალაქო საზოგადოების შესახებ.

ასე რომ, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს ცუდი მესიჯი და ცუდი დროა, მაგრამ გულწრფელად მაქვს იმედი, რომ რამენაირად ეს ინიციატივა იქნება გადასინჯული და რამენაირად ამოღებული იქნება სამომავლო მუშაობიდან, ვინაიდან ეს ინიციატივა აშკარად არ შეესაბამება ევროკავშირის ფასეულობებსა და პრინციპებს.

ასე რომ, დრო ჯერ კიდევ არის და იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა