კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გია ვოლსკი - სააკაშვილმა თვითდაზიანება რომ შეწყვიტოს, ეს სერიოზულ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს რევოლუციურ კომიტეტს

ნახვები: 484 გია ვოლსკი - სააკაშვილმა თვითდაზიანება რომ შეწყვიტოს, ეს სერიოზულ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს რევოლუციურ კომიტეტს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, დიდი ოდენობით თანხები იხარჯება, რათა პიარკაპანიამ იმუშაოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური მიზნით გამოყენების კუთხით.

ვოლსკის თქმით, „სააკაშვილმა თვითდაზიანება რომ შეწყვიტოს, ეს სერიოზულ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს რევოლუციურ კომიტეტს, რომელშიც ოჯახის წევრებიც არიან ჩართული“.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა რომ წესრიგში იყოს, რასაკვირველია, იგი არ იქნებოდა საავადმყოფოში, მაგრამ როგორც თავისი ოჯახი, ისე თავისი გარემოცვა, პოლიტიკური მოკავშირეები იხდიან უშველებელ თანხას, რათა პიარკამპანიამ იმუშაოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური მიზნით გამოყენებისთვის. ანუ, სააკაშვილი კიარ განკურნონ, თუნდაც იმ ექიმების მოწვევით, რომელზეც სახელმწიფომ დასტური გასცა, ან იმ ექსპერტების მოწვევით,  კიარ მიმართავენ საექსპერტო ანალიზების აღებას ან მკურნალობას, თუნდაც კვებას, არამედ მიმართავენ უშველებელ ხარჯებს პიარკამპანიისთვის.

რასაკვირველია, სააკაშვილმა რომ შეწყვიტოს თვითდაზიანება, ეს სერიოზულ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს რევოლუციურ კომიტეტს, რომელშიც, სამწუხაროდ, ჩართული არიან ოჯახის წევრებიც. ეს რეალობა გვაქვს დღეს. საექიმო კორპუსი არაფერს არღვევს, ერთადერთი ფაქტი, რომელზეც შეიძლება, დღეს ვისაუბროთ, არის ის, რომ თვითდაზიანება იქცა პოლიტიკურ მიზნად და სტრატეგიის ერთ-ერთ ძირითად, შეიძლება ითქვას, მთავარ მიმართულებად“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა