კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით, სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს დემარში მივაწოდეთ

ნახვები: 349 პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით, სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს დემარში მივაწოდეთ

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, შვედეთის ელჩთან ერთად, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს დემარში გადასცა.

მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრმა მათ მიაწოდათ ინფორმაცია, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები უზრუნველყოს.

„შვედეთის ელჩთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, იუსტიციის მინისტრს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ოფიციალური დემარში მივაწოდეთ. მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ძალიან შეშფოთებული ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დემარში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერაა შეთანხმებული. წევრმა ქვეყნებმა ეს დემარში ბრიუსელში, ევროკავშირის 27-ვე წევრის მონაწილეობით შეათანხმეს. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი იუსტიციის მინისტრთან. ჩვენ წარმოვადგინეთ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ევროკავშირის პოზიცია და იუსტიციის მინისტრმა გვაცნობა, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ბრალდებულის და პატიმრის უფლებები უზრუნველყოს.  სინამდვილეში, ეს არ იყო პირველი მსგავსი შეხვედრა. პირველად თბილისში ევროკავშირის ახალ ელჩად ჩამოსვლისთანავე შევხვდი იუსტიციის მინისტრს. მოგვიანებით დეკემბერში, ევროკავშირის ელჩებთან მინისტრის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ასე რომ, ეს არის დიალოგი, რომელიც გრძელდება. ამჯერად განსხვავება ის იყო, რომ მთხოვეს, იუსტიციის მინისტრისთვის ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ევროკავშირის პოზიცია წარმედგინა. მაქვს მუდმივი დიალოგი პრემიერთან, ასევე, პერიოდულად ვხვდები პრეზიდენტს და ძალიან ღიად განვიხილავთ ყველა საკითხს. საქართველოს განვიხილავთ ჩვენს პარტნიორად, ძალიან ახლო პარტნიორად. ამიტომ, ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, მნიშვნელოვანია, საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ პირებთან მქონდეს წვდომა და ვიყო დარწმუნებული, რომ ჩვენ ყველა მნიშვნელოვან საკითხს ძალიან ღიად და გულწრფელად განვიხილავთ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა