მაიკლ როთი - არასწორი იქნება შეკავებასა და ჩუმ დიპლომატიას დავეყრდნოთ, წლების განმავლობაში ვცდილობდით ამას და მარცხი განვიცადეთ
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო ქარიშხლიდან გზას აჩენს - საქართველოს შეუძლია ეს კანონი უარყოს და ევროპა აირჩიოს
პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
კურტ ვოლკერი - კურსის ცვლილების გარეშე, საქართველო ისევ რუსეთის იმპერიის პროვინცია გახდება
4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება
ლევან ხაბეიშვილი - თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები, ვისთვის გინდათ კანონი?!
თსუ-ს ეზოში, სადაც სტუდენტები პრემიერ-მინისტრს ელოდნენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
FIFA ახალ რეფორმებს ამზადებს

საქსტატი - 2022 წელს საქართველოს აეროპორტებში 21.5 ათასი რეისი განხორციელდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 42.8 პროცენტით აღემატება

03.01.2023 | 12:36 ნახვები: 416

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 178.1 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 412.2 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 94.9 პროცენტით, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობა 138.3 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებლებს.

საქსტატის ცნობით, გასულ წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 667.0 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 1 238.0 მლნ. ტონა-კილომეტრს შეადგენს. გასულ წელთან შედარებით, გადატანილი ტვირთის მოცულობა 53.7 პროცენტით, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 52.3 პროცენტით გაიზარდა.

ამასთან, უწყების მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს აეროპორტები 4 456.1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 79.0 პროცენტით აღემატება გასული წლის შებამის მაჩვენებელს.

საქართველოს აეროპორტებმა 2022 წელს მიიღო 2 196.1 ათასი მგზავრი, რაც 75.7 პროცენტით მეტია გასულ წელთან შედარებით, ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 2 260.0 ათასი მგზავრი, რაც 82.4 პროცენტით აღემატება გასულ წლის მაჩვენებელს.

2022 წელს საქართველოს აეროპორტებში ტვირთის ნაკადის მოცულობამ 17.9 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 83.2 პროცენტი მიღებული ტვირთია, ხოლო 16.8 პროცენტი – გაგზავნილი. 2022 წელს საქართველოს აეროპორტებში 21.5 ათასი რეისი განხორციელდა, რაც 42.8 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა