კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი - დემოკრატიის ელემენტარული პრინციპია, რომ აქტორები, რომლებიც ჩართულნი არიან გადაწყვეტილების ფორმირებაში, უნდა იყვნენ გამჭირვალე, აქ ახალი არაფერია

ნახვები: 449 შალვა პაპუაშვილი - დემოკრატიის ელემენტარული პრინციპია, რომ აქტორები, რომლებიც ჩართულნი არიან გადაწყვეტილების ფორმირებაში, უნდა იყვნენ გამჭირვალე, აქ ახალი არაფერია

ჩვენთვის მთავარი არის გამჭირვალობის პრინციპი, ეს იმდენად ელემენტარული ჭეშმარიტებაა, ამაზე არც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არც სხვასთან, არასდროს ყოფილა კამათი, რომ ეს არის დემოკრატიის ელემენტარული პრინციპი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

კითხვაზე, ელჩებთან შეხვედრამ შეცვალა თუ არა რამე „ქართული ოცნების“ პოზიციაში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი აპირებს, მიმართოს ვენეციის კომისია და დაელოდოს მის მოსაზრებებს.

„პოზიცია არის გასაგები, რომ ჩვენ ვაპირებთ, მივმართოთ ვენეციის კომისიას, რათა მოვისმინოთ ვენეციის კომისიის მოსაზრება. ვენეციის კომისიის მოსაზრება რა იქნება, წინსწრებით რთულია, თქვა და აქედან გამომდინარე, რთულია პოზიციების თქმა. რაც შეეხება პოზიციას გამჭირვალობასთან დაკავშირებით, ამაზე არ მგონია, რამე შესაცვლელი იყოს. დემოკრატიის ელემენტარული პრინციპია, რომ ის აქტორები, რომლებიც ჩართულნი არიან გადაწყვეტილების მიღების ფორმირებაში, უნდა იყვნენ გამჭირვალე. ეს არის ელემენტარული სტანდარტი და აქ ახალი არაფერია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენების საკითხს, შალვა პაპუაშვილის თქმით, წინ არის კანონპროექტის განხილვის რამდენიმეთვიანი პროცესი და წინასწარ რამის თქმა რთულია.

„რაც შეეხება ვეტოს, პრინციპებს და ა.შ., ჩვენ ვართ ამ დისკუსიის აბსოლუტურ დასაწყისში. ჯერ წინ არის რამდენიმეთვიანი პროცესი. მით უმეტეს, ვენეციის კომისიის დასკვნას თუ დაველოდებით. ამიტომ ვეტო იქნება, საბოლოო შინაარსი რა იქნება, აქ წინსწრებით ვერავინ იტყვის. ჩვენთვის მთავარი არის გამჭირვალობის პრინციპი. ის საზომი, რომელიც მიეყენება ყველას, ვინც არის გადაწყვეტილების მიღების და ფორმირების წრეში, უნდა მიეყენოს ყველას. მგონი, ეს არის იმდენად ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ ამაზე სხვათა შორის არსად, არც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არც სხვასთან, არასდროს ყოფილა კამათი, რომ ეს არის დემოკრატიის ელემენტარული პრინციპი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ორი მთავარი საკითხია, გამჭვირვალობის პრინციპი და ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელსაც დაელოდებიან.

„ორი საკითხია მთავარი, ხომ?! ერთია პრინციპი გამჭირვალობის, რომელზეც ყველა თანხმდება თავის არსში. მეორე საკითხია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა იყოს. სხვა დანარჩენი, როდის იქნება დისკუსია, რამდენი, ეს ტექნიკური დეტალებია. მაგრამ ეს ორი, პროცედურულად პრინციპული საკითხი რაც არის,  რომ გამჭვირვალობაზე უნდა გავასწოროთ ჩვენ ფოკუსი და მეორე, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდოთ, ეს გვაჩვენებს ამ დისკუსიის სავარაუდო შინაარსსაც და ასევე, გვაჩვენებს პროცესს თავის ხანგრძლივობაში. ვენეციის კომისიას რამდენიმე თვე დასჭირდება რეკომენდაციისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა