ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მიხეილ სააკაშვილმა მითხრა სუსის აგენტი ხარო, იმის შემდეგ მის პალატაში აღარ შევსულვარ, - თამარ დავარაშვილი

ნახვები: 560 მიხეილ სააკაშვილმა მითხრა სუსის აგენტი ხარო, იმის შემდეგ მის პალატაში აღარ შევსულვარ, - თამარ დავარაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მკურნალმა ექიმმა თამარ დავარაშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში" იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ახლა ის ყოფილი პრეზიდენტის მკურნალი ექიმი აღარ არის. 

როგორც თამარ დავარაშვილი ამბობს, მას მიხეილ სააკაშვილმა "სუსის აგენტი" უწოდა. 

"როდესაც ერთ-ერთ ტელეეთერში გავიდა გადაცემა, ეს იყო 26 თებერვალს, მეორე სამუშაო დღეს ჩვეულებრივად შევედი სამუშაოდ პალატაში და პაციენტი უცნაურად შემხვდა, მივხვდი, რომ გადაცემა ნანახი ჰქონდა, ვკითხე ამის შესახებ და მან მითხრა, რომ სუსის აგენტი ხარო. ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო და იმდენად შეურაცხმყოფელი, მე მას ვუთხარი - გავალ პალატიდან და აღარ შემოვალ მეთქი და იმის შემდეგ მე მართლაც არ შევსულვარ პალატაში და არც არასოდეს შევალ. ეს გადაცემა კვირა საღამოს იყო და ეს მოხდა ორშაბათს. მე მივედი ჩემს უფროსებთან, მათ ვუთხარი რაც მოხდა. 10 თვე მე ნამდვილად ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მას ისეთი ცხოვრების წესი ჰქონოდა, რაც მის ჯანმრთელობას სჭირდება. მას ახლა ახალი მკურნალი ექიმი ჰყავს, მას იცნობს, მორიგეობაზე შედიოდა ხოლმე,"- განაცხადა  თამარ დავარაშვილმა. 

დავარაშვილის თქმით, "მისთვის (მ. სააკაშვილი) მიუღებელია ციხეში ყოფნა. მიზნის მისაღწევად ყველაფრის გაკეთებას ცდილობს".

ექიმის თქმით, სააკაშვილმა იცის, რომ თუ კახექსიის მდგომარეობამდე მივა, მას გაათავისუფლებენ.

"პაციენტის მიზანია, რომ არ იყოს პატიმარი. ფსიქიატრები, ვისაც ნანახი ჰყავდა ციხეში, ისინი წერენ ზუსტად პატიმრობასთან შეუთავსებლობას. ერთი დიაგნოზი ესაა და მეორე არის ხანგრძლივი დეპრესიის ზემოქმედება. მისთვის მიუღებელია ციხეში ყოფნა. მიზნის მისაღწევად ყველაფრის გაკეთებას ცდილობს. მან იცის, რომ წონაში დაკლების გამო გახდება და კახექსიის მდგომარეობამდე მივა, მას გაათავისუფლებენ, ასეთი ინფორმაცია აქვს მას.

მე როგორც ვიცი ენდოკრინოლოგისგან, ის ითვლის ამ კალორაჟს. [გიული ალასანიას] მოაქვს ის, რასაც თვითონ პაციენტი ეუბნება. სხვა რამეც რომ მოუტანია, ის გამოუტანია გარეთ. მე ბევრჯერ ვნახე, რომ [დედის მოტანილი საკვები] უკან დააბრუნა," - განაცხადა დავარაშვილმა.

თამარ დავარაშვილმა, იმ მედპერსონალის მიმართ არსებულ ბულიგზე ისაუბრა, რომლებსაც ექსპრეზიდენტთან მუშაობა უწევთ. 

"საზოგადოება ძალიან ყურადღებით არის პაციენტის მიმართ, ეს მისასალმებელია, მაგრამ რატომ არის ბულინგი ჩვენს მიმართ, მე ეს არ მესმის. 10 თვე ნორმალურად სამსახურში ვერ დავდივარ, ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, რომ ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა კონფიდენციალურია. არც იციან რაშია საქმე, არც უნდათ გაიგონ - გუშინ რომ გამოვედი, ვიღაც ქალები ისხდნენ და მეძახდნენ შე მკვლელოო. ადვოკატმა გაავრცელა ხმები, რომ მიხეილ სააკაშვილს აკრძალულ წამალს აძლევენო, სირცხვილია. რა უნდოდა ამის გარკვევას, ექსპრეზიდენტი ამ წამალს ღებულობდა, უარი ნამდვილად არ უთქვამს არც ერთხელ. მთელი მედპერსონალი ყველაფერს ვცდილობთ,"- აცხადებს თამარ დავარაშვილი. 

 

რუსთავი2

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა